საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • არ გაჰყვეთ „ცრუმასწავლებლებს“

      3, 4. ა) რით ჰგვანან ცრუმასწავლებლები დამშრალ ჭებს? ბ) საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები და რა უნდათ მათ?

      3 წარმოიდგინეთ, რომ მგზავრობთ. ირგვლივ ყველაფერი გადახრუკულია. სადღაც შორს ჭა შენიშნეთ, და იმ იმედით, რომ წყურვილს მოიკლავთ, მისკენ გაემართეთ. მაგრამ, რომ მიხვედით, ჭა დამშრალი დაგხვდათ. როგორი გაწბილებული დარჩებოდით! ცრუმასწავლებლები ასეთ დამშრალ ჭებს ჰგვანან. ყველა, ვინც მათთან ჭეშმარიტების წყურვილის მოსაკლავად მიდის, გაწბილებული რჩება. იეჰოვა ცრუმასწავლებლების შესახებ პავლე და პეტრე მოციქულების მეშვეობით გვაფრთხილებს (წაიკითხეთ საქმეების 20:29, 30; 2 პეტრეს 2:1—3 ). ვინ არიან ეს მასწავლებლები? ამ ორი მოციქულის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები გვეხმარება, განვსაზღვროთ, საიდან მოდიან და როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები.

      4 პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ“. პეტრემ კი თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“. აქედან გამომდინარე, საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები? ისინი ერთ დროს კრების წევრები იყვნენ და შემდეგ განდგომილები გახდნენ.a

  • ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • 5. რა მეთოდებს მიმართავენ ცრუმასწავლებლები?

      5 როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები? მათი მეთოდები მზაკვრულია. განდგომილები გამხრწნელ იდეებს „შემოაპარებენ“. როგორც საბუთების დახელოვნებული ფალსიფიკატორები ცდილობენ დოკუმენტებში ფაქტების ოსტატურად გაყალბებას, ისე განდგომილები „ყალბ სიტყვებს“, ანუ ცრუ არგუმენტებს, იყენებენ,

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება