მკითხველთა შეკითხვები
რატომ საუბრობს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მე-2 პეტრეს 3:13-ში ‘ახალ ცათა [მრავლობითი რიცხვი] და ახალი მიწის’ შესახებ, მაშინ როცა გამოცხადების 21:1-ში ‘ახალი ცისა [მხოლობითი რიცხვი] და ახალი მიწის’ შესახებ წინასწარმეტყველებს?
ეს უმთავრესად დედნის ენების გრამატიკულ თავისებურებასთან არის დაკავშირებული და არ ცვლის რაიმე შინაარსობრივ დატვითვას.
განვიხილოდ პირველ რიგში ებრაული წერილები. ორიგინალში ებრაული სიტყვა შამაიმ, რომელიც თარგმნილია — „ცათა“, ყოველთვის მრავლობით რიცხვს გამოხატავს. მისი მრავლობითი ფორმა, როგორც ჩანს, არ გამოხატავს რაღაც განსაკუთრებულს. ის გამოხატავს „უკიდეგანო სივრცეს“, ანუ „უთვალავი ცალკეული ნაწილის ან ადგილის მთლიანობას“. გასაგებია ის, რომ ფიზიკურად ცანი გადაჭიმულია დედამიწიდან ყველა მიმართულებით და მასში მილიარდობით ვარსკვლავია. როდესაც სიტყვას შამაიმ წინ უსწრებს განსაზღვრული არტიკლი, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ის თითქმის უცვლელად არის ნათარგმნი მრავლობითში — „ცანი“, როგორც ეს ესაიას 66:22-შია, აქ. როდესაც შამაიმ განსაზღრული არტიკლის გარეშე გამოიყენება, ის შესაძლებელია მხოლობითშიც ითარგმნოს („ცა“, როგორც ეს დაბადების 1:8-ში; 14:19, 24-სა და ფსალმუნის 68: 35-შია) და მრავლობითშიც („ცანი“, როგორც დაბადების 49:25-ში; მსაჯულნის 5:4-ში; იობის 9:8-სა და ესაიას 65:17-ში, აქ).
ესაიას 65:17-სა და 66:22-ში ებრაული სიტყვა, რომელიც თარგმნილია, როგორც ცანი, მრავლობით რიცხვშია და თანმიმდევრული თარგმანი ასეთია „ახალი ცანი და ახალი მიწა, [აქ]“.
ბერძნული სიტყვა ურანოს ნიშნავს „ცა“-ს და მრავლობითში ურანოი ნიშნავს „ცანი“-ს. საინტერესოა, რომ სეპტუაგინტის მთარგმნელებმა ესაიას 65:17-სა და 66:22-ში ორივეგან მხოლობითი რიცხვი გამოიყენეს.
რა შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში მოცემული ამ ფრაზის ორ ვარიანტთან დაკავშირებით: „ახალი ცა [ან ცანი] და ახალი მიწა“?
მე-2 პეტრეს 3:13-ში მოციქულმა ბერძნული სიტყვა მრავლობით რიცხვში გამოიყენა. მანამდე კი (მე-7, მე-10, მე-12 მუხლებში, სსგ) ის საუბრობდა დღევანდელ ბოროტ „ცათა“ შესახებ, მრავლობითი ფორმის გამოყენებით. ასე რომ, მან თანმიმდევრულად გამოიყენა მრავლობითი რიცხვი მე-13 მუხლშიც. უფრო მეტიც, ჩანს რომ, ის ციტირებდა ესაიას 65:17-იდან, სადაც ებრაული სიტყვა მრავლობითშია, როგორც მე-2 პეტრეს 2:22-ში ციტირებდა იგავნის 26:11-ს ებრაული ტექსტიდან. ამიტომ პეტრემ მიანიშნა, რომ „ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა [მრავლობითი რიცხვი] და ახალ მიწას“.
მცირეოდენი განსხვავებით, გამოცხადების 21:1-ში მოციქულმა იოანემ, როგორც ჩანს, გამოიყენა ესაიას 65:17-ის თარგმანი სეპტუაგინტიდან, რომელიც, როგორც ცნობილია, იყენებს ბერძნულ სიტყვას „ცა“ მხოლობით რიცხვში. ასე რომ, იოანემ ასეთი რამ დაწერა: „ვიხილე ახალი ცა [მხოლობითი რიცხვი] და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა“.
ეს არის თარგმანთან დაკავშირებული გრამატიკული თავისებურებანი. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც ვკითხულობთ ან ვამბობთ „ახალი ცანი“ ან „ახალი ცა“, მნიშვნელობით ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ ორ სიტყვას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს.
[საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Stars: Frank Zullo