-
ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა დაყოფილ ქვეყნიერებაშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
და ურთიერთობას უნდა ვამყარებდეთ მათთან, ვინც ჩვენთან ერთად იეჰოვას ემსახურება. აუცილებელია, მივყვეთ რჩევას: „ამიტომ გვმართებს ასეთების [სტუმართმოყვარედ, აქ] მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 8). ღირსეულებისადმი, შეძლებისდაგვარად, სტუმართმოყვარეობის გამოვლენა სასარგებლოა ორი მხრივ — ის სასარგებლოა, როგორც გამცემთათვის, ასევე მიმღებთათვის. მაშ, ვინ არის ღირსეულებს შორის, რომლებიც ‘სტუმართმოყვარედ უნდა მივიღოთ’?
-
-
ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა დაყოფილ ქვეყნიერებაშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
„ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 8).
-
-
ქრისტიანული სტუმართმოყვარეობა დაყოფილ ქვეყნიერებაშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
გაუზიარეთ წმინდანებს
11, 12. რა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იეჰოვას ზოგიერთ მსახურს ა) ძველ ისრაელში ბ) პირველ საუკუნეში?
11 მათ შორის, ვინც მართლაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და სტუმართმოყვარეობას, არიან ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის გულმოდგინედ მშრომელი მოწიფული ქრისტიანები. მღვდლებისა და ლევიანებისთვის ძველ ისრაელში იეჰოვამ განსაკუთრებული წესები დაადგინა (რიცხვნი 18:25–29). აგრეთვე პირველ საუკუნეში ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, ეზრუნათ მათზე, ვინც მათ სასიკეთოდ განსაკუთრებულ მოვალეობას ასრულებდა. იოანეს მესამე წერილი მე-5-დან მე-8 მუხლის ჩათვლით ადრინდელ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარულის მჭიდრო კავშირის წარმოდგენას გვაძლევს.
12 ხანში შესული მოციქული იოანე დიდად აფასებდა გულკეთილობასა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც გაიოზმა კრების მოსანახულებლად გაგზავნილი მგზავრი ძმებისადმი გამოავლინა. ეს ძმები — მათ შორის დიმიტრი, — როგორც ჩანს, წერილის მიმტანი — ადრე უცხოები ან უცნობები იყვნენ გაიოზისთვის. მაგრამ ისინი სტუმართმოყვარედ იქნენ მიღებული, „ვინაიდან [ღვთის] სახელის გულისათვის წავიდნენ“. ამას იოანე ასე გამოთქვამს: „ამიტომ გვმართებს ასეთების [სტუმართმოყვარედ, აქ] მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 1, 7, 8).
13. დღეს ჩვენ შორის მყოფთაგან, განსაკუთრებით, ვინ არიან იმის ღირსნი, რომ ‘სტუმართმოყვარედ მივიღოთ’?
13 დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში მრავალი გაბედულად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს მთელი საძმოსთვის. ამათში შედიან მიმომსვლელი ზედამხედველები, რომლებიც კრებების აღსაშენებლად კვირიდან კვირამდე არ ზოგავენ თავიანთ დროსა და ენერგიას; მისიონერები, რომლებმაც თავიანთი ოჯახები და მეგობრები დატოვეს, რათა უცხო ქვეყნებში ექადაგათ; ბეთელის სახლის ან ფილიალების მსახურები, რომლებიც მსოფლიო სამქადაგებლო სამსახურის მხარდასაჭერად ნებაყოფლობით სთავაზობენ თავიანთ მსახურებას; და პიონერულ მსახურებაში მონაწილეები, რომლებიც თავიანთი დროისა და ენერგიის უმეტეს ნაწილს სამქადაგებლო მსახურებას უთმობენ. არსებითად, გულმოდგინე შრომისთვის ყველას, ამათ, საკუთარი დიდება და გამორჩენა კი არა, არამედ ქრისტიანული ძმობისა და იეჰოვასადმი სიყვარული ამოძრავებთ. ისინი იმსახურებენ, რომ მივბაძოთ მათ მთელი სულით თავდადებისთვის და იმის ღირსნი არიან, რომ ‘სტუმართმოყვარედ მივიღოთ’.
14. ა) როგორ ხდება, რომ უკეთესი ქრისტიანები ვხდებით ერთგული პირებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისას? ბ) რატომ თქვა იესომ, რომ მარიამმა „უკეთესი წილი“ ამოირჩია?
14 მოციქული იოანე გვითითებს, რომ ‘ასეთების სტუმართმოყვარედ მიღებისას’ ჩვენ ‘ჭეშმარიტების თანამშრომელნი ვხდებით’. გარკვეული გაგებით, ამის შედეგად, უკეთესი ქრისტიანები ვხდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტიანული სამსახური თანამორწმუნეებისთვის კეთილის კეთებას შეიცავს (იგავნი 3:27, 28; 1 იოანე 3:18). სხვა ჯილდოც არსებობს. როცა მარიამმა და მართამ იესო თავიანთ სახლში მიიღეს, მისთვის ‘ბევრი რამის’ მომზადებით მართას კარგი გამასპინძლება სურდა. მარიამმა სხვაგვარად გამოავლინა სტუმართმოყვარეობა. ის „იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას“ და იესომ შეაქო მარიამი ‘უკეთესი წილის’ ამორჩევისთვის (ლუკა 10:38–42). მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირებთან საუბრები და განხილვები, ხშირად, მეგობრულ წრეში გატარებული საღამოს ყველაზე საინტერესო მომენტებია (რომაელთა 1:11, 12).
-