-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, შენ იცი“ » (გამოცხადება 7:13, 14ა). ესე იგი ამ უხუცესს შეეძლო ამ კითხვაზე იოანესთვის ეპასუხა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 24 უხუცესის ჯგუფში შემავალი აღდგენილი ცხებულები შეიძლება დღეს მონაწილეობას იღებდნენ ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების გაცხადებაში,
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«მან [უხუცესმა] კი მითხრა: „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან, მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით.
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
23. რა არის დიდი გასაჭირი, საიდანაც უამრავი ხალხია მოსული?
23 ადრე იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მეფობის დროს განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21, 22). როცა ამ წინასწარმეტყველების შესრულების დრო დადგება, ანგელოზები აუშვებენ დედამიწის ოთხ ქარს სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად. პირველი, რაც წარსულს ჩაბარდება, დიდი ბაბილონია, ცრუ რელიგიური სამყარო. შემდეგ კი, როდესაც დიდი გასაჭირი პიკს მიაღწევს, იესო გაათავისუფლებს 144 000-გან დედამიწაზე დარჩენილებს და უამრავ ხალხს (გამოცხადება 7:1; 18:2).
24. რის საფუძველზე გადარჩება უამრავი ხალხი?
24 რის საფუძველზე გადარჩება უამრავი ხალხი? უხუცესი ეუბნება იოანეს, რომ „მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ავლენენ რწმენას იესოსადმი, როგორც გამომსყიდველისადმი, თავს უძღვნიან იეჰოვას, რასაც წყალში ნათლობით გამოხატავენ, და სწორი საქციელის წყალობით „სუფთა სინდისი“ აქვთ (1 პეტრე 3:16, 21; მათე 20:28). ამგვარად, ისინი წმინდები და მართლები არიან იეჰოვას თვალში. ისინი უმანკოდ იცავენ თავს ქვეყნიერებისგან (იაკობი 1:27).
-