საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 6. როგორ აღგვიწერს იოანე, რა მოჰყვა ღვთის სამეფოში ქრისტეს გამეფებას?

      6 ღვთის სამეფოში ქრისტეს გამეფებას დიდი სიხარული მოჰყვა. იოანე გვამცნობს: «ოცდაოთხი უხუცესი, რომლებიც ღვთის წინაშე ისხდნენ თავიანთ ტახტებზე, პირქვე დაემხვნენ, თაყვანი სცეს ღმერთს და უთხრეს: „გმადლობთ, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, შენი დიდი ძალა რომ გამოიყენე და დაიწყე მეფობა“ » (გამოცხადება 11:16, 17).

      7. როგორ სწირავდნენ მადლობას იეჰოვა ღმერთს: ა) 24 სიმბოლურ უხუცესთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფნი? ბ) 24 სიმბოლურ უხუცესთაგან ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილნი?

      7 იეჰოვა ღმერთს მადლობას სწირავს 24 უხუცესი, რომლებიც ზეცაში მყოფ ქრისტეს ცხებულ ძმებს განასახიერებენ. 1922 წლიდან მოყოლებული 144 000 სულითცხებულიდან დედამიწაზე დარჩენილები აქტიურად მონაწილეობდნენ საქმეში, რომელიც საყვირების დაყვირებით დაიწყო. ისინი მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათეს 24:3—25:46-ში აღწერილი ნიშანი. მათი თანამსახურები, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ, უფლის დღის დასაწყისში აღდგნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. ამგვარად, როცა პირქვე ემხობოდნენ და თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, ისინი 144 000 სულითცხებულის მთელ ჯგუფს წარმოადგენდნენ (გამოცხადება 1:10; 2:10). ისინი მადლიერნი არიან, რომ უზენაესმა უფალმა არ დააყოვნა და დიდებულად დაასრულა თავისი წმინდა საიდუმლო.

  • ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მნიშვნელოვანი ცნობები, რომლებიც გამოცხადების 11:15—19-შია ჩაწერილი, მომდევნო ხილვების შესავალია. „გამოცხადების“ მე-12 თავში დაწვრილებით აღიწერება ის, რაც ანგელოზმა გამოცხადების 11:15, 17-ში გააცხადა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება