-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„შვა ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან.
-
-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ბერძნულ ტექსტში იოანე ორ სიტყვას იყენებს: ვაჟს და მამრს. რატომ იყენებს იოანე ორ სიტყვას? ამით იოანეს იმის ჩვენება უნდა, რომ ბავშვს აქვს უნარი და სათანადო ძალა, მართოს ერები. ეს იმასაც უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა ამ ბავშვის დაბადება. ვაჟი გადამწყვეტ როლს შეასრულებს ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებაში, რადგან მან უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“.
12. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იესოს შესახებ „ფსალმუნებში“? ბ) რას ნიშნავს ვაჟის დაბადება, რომელმაც უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“?
12 ეს ფრაზა ნაცნობია ჩვენთვის, რადგან იეჰოვამ წინასწარმეტყველებისას იესოს ასე მიმართა: „დალეწავ მათ რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნი 2:9). მასზე ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები: «იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნის სიონიდან და გეტყვის: „იბატონე შენს მტრებს შორის“ » (ფსალმუნი 110:2). ამიტომ აშკარაა, რომ ბავშვის დაბადება, რაც იოანემ იხილა, იესო ქრისტეს ეხება. თუმცა აქ არ იგულისხმება ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დაწყებამდე იესოს დაბადება ქალწულისგან და არც ახ. წ. 33 წელს მისი აღდგომა სულიერ ქმნილებად. აქ არც სულის გარდასახვაა ნაგულისხმები, არამედ საუბარია 1914 წელს ღვთის სამეფოს დაბადებაზე, რომლის მეფეა ამაღლებიდან ოცი საუკუნის განმავლობაში ზეცაში მყოფი იესო ქრისტე (გამოცხადება 12:10).
13. რას ნიშნავს ის, რომ ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“?
13 იეჰოვა არასოდეს მისცემდა სატანას მისი ცოლისა და ახალშობილი ვაჟის შთანთქმის ნებას. დაბადებისთანავე ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“. ამგვარად იეჰოვა იცავს და მზრუნველობას არ აკლებს ამ ახალდაბადებულ სამეფოს, რომლის მეშვეობითაც ის თავის წმინდა სახელს განწმენდს.
-