საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სამეფოს დაბადება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მიეცა ქალს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში თავის ადგილზე გადასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროებისა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით“ (გამოცხადება 12:13, 14).

  • ღვთის სამეფოს დაბადება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 24. რა გადახდათ ბიბლიის მკვლევარებს, რაც ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას ჰგავდა?

      24 პირველი მსოფლიო ომის დროს იესოს ძმები თავს არ ზოგავდნენ დამოწმების საქმის ერთგულად შესასრულებლად. სატანისა და მისი გაშმაგებული მხარდამჭერებისგან გაძლიერებული დევნის მიუხედავად, ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას, თუმცა საბოლოოდ, ბიბლიის მკვლევართა დამოწმების საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერდა (გამოცხადება 11:7—10). მათი მაშინდელი მდგომარეობა ეგვიპტეში დაჩაგრული ისრაელების მდგომარეობას ჰგავდა. მაშინ იეჰოვამ სწრაფად, თითქოსდა არწივის ფრთებით, უსაფრთხო ადგილზე, სინას უდაბნოში მიიყვანა ისინი (გამოსვლა 19:1—4). ამის მსგავსად 1918—1919 წლებში სასტიკი დევნის შემდეგ იეჰოვამ თავისი მოწმეები, ქალის წარმომადგენლები, სულიერი გაგებით ისეთ უსაფრთხო ადგილზე მიიყვანა, როგორიც უდაბნო იყო ისრაელებისთვის. ეს მათი ლოცვების პასუხი იყო (შეადარეთ ფსალმუნის 55:6—9).

      25. ა) რა გააკეთა იეჰოვამ 1919 წელს, რაც უდაბნოში ისრაელის ერად ჩამოყალიბებას მოგვაგონებს? ბ) ვისგან შედგება ეს ერი და სად შევიდნენ ისინი?

      25 უდაბნოში იეჰოვამ ისრაელი ერად ჩამოაყალიბა, სულიერად და ფიზიკურად ზრუნავდა მათზე. მსგავსად, 1919 წლიდან იეჰოვამ სულიერ ერად ჩამოაყალიბა ქალის შთამომავლობა. ეს სულიერი ერი არ უნდა აგვერიოს მესიის სამეფოში, რომელიც ზეცაში 1914 წლიდან მმართველობს. ეს ახალი სულიერი ერი შედგება დედამიწაზე დარჩენილი ცხებული მოწმეებისგან, რომლებიც 1919 წელს დიდებულ სულიერ სამფლობელოში შევიდნენ. ახლა მათ დროულად ჰქონდათ „თავიანთი ულუფა“, რამაც განამტკიცა ისინი სამომავლო საქმის შესასრულებლად (ლუკა 12:42; ესაია 66:8).

      26. ა) რამდენ ხანს გასტანა გამოცხადების 12:6, 14-ში მოხსენიებულმა პერიოდმა? ბ) რა მიზანს ემსახურებოდა სამ-ნახევარი დრო, როდის დაიწყო და როდის დამთავრდა?

      26 რამდენ ხანს გაგრძელდა ეს შესვენება ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობისთვის? გამოცხადების 12:6-ის თანახმად 1 260 დღე. გამოცხადების 12:14-ში ეს დრო მოხსენიებულია, როგორც დრო, დროები და ნახევარი დრო, ანუ სამ-ნახევარი დრო. ორივე შემთხვევაში იგულისხმება სამ-ნახევარი წელიწადი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 1919 წლის გაზაფხულიდან 1922 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. სულიერად აღდგენილი იოანეს კლასისთვის ეს გამოცოცხლებისა და ორგანიზაციული ცვლილებების დრო იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება