-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ორრქიანი მხეცი
25. ა) როგორ აღწერს იოანე მსოფლიო ასპარეზზე გამომავალ კიდევ ერთ სიმბოლურ მხეცს? ბ) რა არის ნაჩვენები ამ მხეცის ორი რქით და მისი მიწიდან ამოსვლით?
25 ახლა კიდევ ერთი მხეცი გამოდის მსოფლიო ასპარეზზე. იოანე გვეუბნება: „ვიხილე სხვა მხეციც, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობდა.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამ მხეცს ორი რქა აქვს, რაც ორი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის სიმბოლოა. მასზე ნათქვამია, რომ ის მიწიდან ამოდის და არა ზღვიდან. ამგვარად ის იმ მიწიერი სისტემიდან გამოდის, რომელიც სატანამ დააფუძნა. ეს უნდა იყოს უკვე არსებული მსოფლიო მპყრობელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფლის დღის განმავლობაში.
26. ა) რას წარმოადგენს ორრქიანი მხეცი და რა აქვს საერთო მას პირველ მხეცთან? ბ) რა გაგებით აქვს მას ბატკნის რქების მსგავსი რქები და როგორ ლაპარაკობს დრაკონივით? გ) სინამდვილეში რას ეთაყვანებიან ნაციონალისტები და რასთან არის შედარებული ნაციონალიზმი? (იხილეთ სქოლიო)
26 რას განასახიერებს ის? ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელს, იგივე პირველი მხეცის მეშვიდე თავს, რომელიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამ ხილვაში ის მოხსენიებულია, როგორც ცალკე მდგომი მხეცი იმის დასანახვებლად, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს მსოფლიო არენაზე. ეს სიმბოლური ორრქიანი მხეცი ერთსა და იმავე დროს არსებული ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ. „ბატკნის რქების მსგავსი“ ორი რქა იმაზე მეტყველებს, რომ მხეცს თავი ისე მოაქვს, თითქოს მშვიდი და უწყინარია. ის ფიქრობს, რომ მისი მმართველობის ფორმა იმდენად პროგრესულია, მთელმა მსოფლიომ მას უნდა მიჰბაძოს. მაგრამ ის „დრაკონივით“ ლაპარაკობს, ანუ ყველგან, სადაც მისი მმართველობის ფორმას უარყოფენ, ის ზეწოლას ახდენს ხალხზე და არც მუქარისა და ძალადობისგან იკავებს თავს. ხალხს არ მოუწოდებს, დაემორჩილონ ღვთის სამეფოს, რომელსაც სათავეში ღვთის კრავი უდგას; ის სატანის, დიდი დრაკონის ინტერესებს იცავს,
-