საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ვიხილე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო დამთვრალი» (გამოცხადება 17:4—6ა).

  • სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • უფრო მეტად შემზარავია ის, რომ იოანეს მიერ ნანახი მეძავი ღვთის მსახურთა სისხლით არის მთვრალი. მოგვიანებით მასზე ვკითხულობთ, რომ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). მართლაც დიდი დანაშაული მიუძღვის სისხლის ღვრაში!

      26. რა ცხადყოფს, რომ „დიდ ბაბილონს“ სისხლის ღვრაში მიუძღვის ბრალი?

      26 საუკუნეების განმავლობაში ცრუ რელიგიურმა სამყარომ ზღვა სისხლი დაღვარა. მაგალითად, შუა საუკუნეებში იაპონიაში კიოტოს ტაძრები ციხესიმაგრეებად გადააკეთეს და მებრძოლი ბერები, რომლებიც „ბუდას წმინდა სახელს“ უხმობდნენ, მანამ ებრძოდნენ ერთმანეთს, სანამ ქუჩები წითლად არ შეიღება. XX საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მხარს უჭერდა თავისი ქვეყნის ჯარს. ამ ბრძოლებს, სულ მცირე, ასი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1987 წლის ოქტომბერში შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნიქსონმა აღნიშნა: „XX საუკუნე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნეა. ამ საუკუნის ომებში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მანამდე მიმდინარე ყველა ომში“. ამ ომებში მონაწილეობის გამო ღმერთს მსოფლიო რელიგიებისთვის მკაცრი განაჩენი აქვს გამოტანილი; იეჰოვას სძულს „უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავები 6:16, 17). ამ ხილვამდე იოანემ სამსხვერპლოდან გაიგონა ღაღადი: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ (გამოცხადება 6:10). ამ კითხვაზე პასუხი უშუალოდ „დიდ ბაბილონს“, „მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედას“ შეეხება.

  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 1. ა) რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და დიდი მეძავის დანახვისას, და რატომ? ბ) როგორ რეაგირებს დღეს იოანეს კლასი ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაზე?

      რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და მასზე მჯდომი დიდი მეძავის დანახვისას? იოანე ამბობს: „დავინახე და დიდი გაკვირვებით გამიკვირდა“ (გამოცხადება 17:6ბ). ადამიანს არ შეუძლია ამგვარი სანახაობის წარმოდგენა. იოანე ხედავს გახრწნილ მეძავს უდაბნოში. მეძავი საშინელ, ალისფერ მხეცზე ზის (გამოცხადება 17:3). დღესაც იოანეს კლასი განცვიფრებას ვერ მალავს ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულების შემხედვარე. ხალხს ამის დანახვა რომ შეეძლოს, წამოიძახებდა, ეს დაუჯერებელიაო; ვერც მთავრობის წარმომადგენლები დამალავდნენ განცვიფრებას. ეს ხილვა საოცრად სრულდება ჩვენს დროში. ღვთის ხალხს დიდი წვლილი შეაქვს ამ ხილვის შესრულებაში, რაც გვარწმუნებს, რომ ეს წინასწარმეტყველება თავისი აღსრულების კულმინაციას მიაღწევს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2027)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება