-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი და მხეცი ერთი საათით იღებენ სამეფო ძალაუფლებას.
-
-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
12. ა) რას წარმოადგენს ათი რქა? ბ) რას ნიშნავს, რომ ათ რქას არ ჰქონდა მიღებული „სამეფო“? გ) რა გაგებით ფლობს სიმბოლური ათი რქა „სამეფოს“ და რამდენ ხანს დარჩება ის მის მფლობელობაში?
12 ათი რქა წარმოადგენს მსოფლიოში გაბატონებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ მხეცის ქანდაკებას. დღეს არსებული მრავალი სახელმწიფო იოანეს დროს არ არსებობდა; მაშინდელ სახელმწიფოებს კი, მაგალითად, ეგვიპტესა და სპარსეთს (ირანი) დღეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სახე აქვთ. I საუკუნეში ათ რქას ჯერ არ ჰქონდა მიღებული სამეფო, ახლა კი, უფლის დღეს, ათი რქის ხელშია „სამეფო“ ანუ პოლიტიკური ძალაუფლება. ამ უდიდესი კოლონიური იმპერიების დაცემის შედეგად, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფოები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებთან ერთად მოკლე პერიოდში, ასე ვთქვათ, „ერთ საათს“ იმმართველებენ მხეცთან ერთად, სანამ იეჰოვა არმაგედონში ბოლოს არ მოუღებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
-