-
ცრუ რელიგიები ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნიან ღმერთზეიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
როგორ უქმნიან ცრუ რელიგიები ხალხს არასწორ წარმოდგენას ღმერთზე თავიანთი საქმეებით?
ისინი არ იზიარებენ იეჰოვას დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცრუ რელიგიების „ცოდვები ცას მისწვდა“ (გამოცხადება 18:5). საუკუნეებია, რელიგიები ერევიან პოლიტიკაში, მხარს უჭერენ ომებს, იწონებენ ხალხის ხოცვა-ჟლეტას ან თავად ხდებიან ამის მიზეზი. ზოგი რელიგიური წინამძღოლი თავის მრევლს ფულს სძალავს, ფუფუნებაში რომ იცხოვროს. მათი საქმეები იმაზე მოწმობს, რომ ისინი არ იცნობენ ღმერთს. სწორედ ამიტომ არა აქვთ უფლება, რომ მისი სახელით ილაპარაკონ ან რამე გააკეთონ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:8).
-
-
ყოველმხრივ უერთგულეთ იეჰოვასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. საერთო არაფერი გქონდეთ „დიდ ბაბილონთან“!
წაიკითხეთ ლუკას 4:8 და გამოცხადების 18:4, 5; შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:
ჯერ კიდევ ხომ არ ვირიცხები რომელიმე რელიგიური კონფესიის წევრად?
ისეთი ორგანიზაციის წევრი ხომ არ ვარ, რომელსაც რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს კავშირი?
ჩემი სამსახური რაიმე სახით ხომ არ უჭერს მხარს რომელიმე რელიგიას?
კიდევ რამე ხომ არ მაკავშირებს ცრუ რელიგიასთან?
რა უნდა გავაკეთო, თუ რომელიმე კითხვაზე ჩემი პასუხი დადებითია?
ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნოთ და იეჰოვას უერთგულოთ.
როგორ მოიქცევით, თუ რელიგიური საქველმოქმედო ფონდისთვის შესაწირავის გაღებას გთხოვენ?
-