-
დიდი ქალაქის განადგურებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ, და ორმაგად, ორმაგად გადაუხადეთ, რაც გააკეთა. სასმისში, რომელშიც ის ნაზავს ასხამდა, ორმაგი ნაზავი ჩაუსხით. რამდენადაც განადიდებდა საკუთარ თავს და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა, რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო. ამიტომაც ერთ დღეში მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილობა და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია იეჰოვა ღმერთი, მისი გამსამართლებელი“ (გამოცხადება 18:5—8).
-
-
დიდი ქალაქის განადგურებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
27. რა მსგავსებაა ძველი ბაბილონისა და დიდი ბაბილონის სასჯელს შორის?
27 ძველი ბაბილონი თავისი ცოდვების საზღაურად დაეცა და საბოლოოდ განადგურდა, „რადგან ცას მისწვდა მისი განაჩენი“ (იერემია 51:9). ამის მსგავსად დიდი ბაბილონის ცოდვებიც „ცას მისწვდა“, ანუ თვით იეჰოვას ყურადღება მიიქცია. მას ბრალი მიუძღვის უსამართლობაში, კერპთაყვანისმცემლობაში, უზნეობაში, ჩაგვრაში, ძარცვასა და მკვლელობაში. ძველი ბაბილონი გარკვეულწილად იმის გამო დაეცა, რომ ის იეჰოვას ტაძარსა და მის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მტრობდა (იერემია 50:8, 14; 51:11, 35, 36). დიდი ბაბილონის დაცემა და საბოლოო განადგურება ღვთის შურისძიების მაჩვენებელია, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში მტრობდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. მისი საბოლოო განადგურება „ჩვენი ღვთის შურისძიების დღის“ დასაწყისი იქნება (ესაია 34:8—10; 61:2; იერემია 50:28).
28. რა პრინციპით აღასრულებს იეჰოვა სამართალს დიდ ბაბილონზე და რატომ?
28 მოსეს კანონის მიხედვით თუ ისრაელი თავის თანამემამულეს რამეს მოჰპარავდა, ორმაგად მაინც უნდა ეზღო (გამოსვლა 22:1, 4, 7, 9). დიდი ბაბილონის მოახლოებული განადგურების დროს იეჰოვა ასეთივე პრინციპით აღასრულებს სამართალს. დიდმა ბაბილონმა ორმაგად უნდა ზღოს. მას არ შეიწყალებენ, რადგან არც ის იწყალებდა თავის მსხვერპლს. ის როგორც პარაზიტი, ისე წოვდა დედამიწის ხალხებს, რომ „სამარცხვინო ფუფუნებაში“ ეცხოვრა. ახლა მას ტანჯვა და გლოვა ელის. ძველ ბაბილონს ეგონა, რომ მის უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრებოდა, და იკვეხნიდა: „არ დავქვრივდები და არც შვილების დაკარგვას გამოვცდიო“ (ესაია 47:8, 9, 11). დიდი ბაბილონიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მაგრამ ისიც სწრაფად, „ერთ დღეში“ განადგურდება ძლევამოსილი იეჰოვას ბრძანებისამებრ.
-