-
ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარულიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«დედამიწის მეფეები, რომლებიც მასთან მეძაობდნენ და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას მის გამო ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება.
-
-
ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარულიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
2. ა) რატომ გლოვობენ „დედამიწის მეფეები“ დიდი ბაბილონის განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ალისფერი მხეცის სიმბოლური ათი რქა ანადგურებს? ბ) რატომ დგანან დამწუხრებული მეფეები განწირული ქალაქის მოშორებით?
2 ერების რეაქცია ერთი შეხედვით გასაკვირია, რადგან ბაბილონს ალისფერი მხეცის სიმბოლური ათი რქა ანადგურებს (გამოცხადება 17:16). ბაბილონის განადგურების შემდეგ „დედამიწის მეფეები“, როგორც ჩანს, მიხვდებიან, როგორ ეხმარებოდა მათ ბაბილონი ხალხის დამშვიდებასა და დამორჩილებაში. სამღვდელოება წმინდად აცხადებდა ომებს, ჯარისკაცებს ომში იწვევდა და ახალგაზრდებს ბრძოლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. გახრწნილი მმართველები სიწმინდის ნიღაბს ამოფარებული რელიგიის მხარდაჭერით ხალხს ჩაგრავდნენ (შეადარეთ იერემიას 5:30, 31; მათეს 23:27, 28).
-