-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«იოანე — შვიდ კრებას აზიაში: წყალობა და მშვიდობა თქვენ მისგან, „ვინც არის, იყო და მოდის“, და შვიდი სულისგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
2. ა) რას აღნიშნავს რიცხვი შვიდი? ბ) უფლის დღის დადგომიდან მოყოლებული ვის ეხება შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები?
2 იოანე „შვიდ კრებას“ მიმართავს, რომელთა სახელებსაც მოგვიანებით შევიტყობთ. რიცხვი შვიდი ხშირად მეორდება „გამოცხადებაში“ და სისავსის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია ღმერთსა და მის ცხებულთა კრებაზე. ცხებულთა შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები დღესაც ეხება ღვთის ხალხს, რადგან უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში იზრდება კრებების რიცხვი და ათობით ათასს აღწევს (გამოცხადება 1:10). იოანეს ცნობა მართლაც მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებისთვის და მათთვის, ვინც ღვთის ცნობას უსმენს.
3. ა) როგორც იოანეს მისალმებიდან ჩანს, ვისგან მომდინარეობს „წყალობა და მშვიდობა“? ბ) პავლე მოციქულის რომელ სიტყვებს მოგვაგონებს იოანეს მისალმება?
3 „წყალობა და მშვიდობა“ ყველას გვსიამოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვესმის, ვისგან მომდინარეობს. უზენაესი უფალი, მარადცოცხალი ღმერთი იეჰოვა, „მარადიულობის მეფე“ ერთსაც გვაძლევს და მეორესაც (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 90:2). მუხლში „შვიდი სულიც“ მოიხსენიება, რაც წმინდა სულის, ღვთის ძალის მოქმედების სისრულის სიმბოლოა. წმინდა სული ცოდნას სძენს და აკურთხებს ყველას, ვინც გულისყურით ეკიდება წინასწარმეტყველებას. იესო ქრისტესაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვისზეც მოგვიანებით იოანემ დაწერა: „ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1:14). იოანეს მისალმება მოგვაგონებს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლითაც კორინთელებისთვის მიწერილი მეორე წერილი დაასრულა: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და წმინდა სულთან მოზიარეობა იყოს ყველა თქვენგანთან“ (2 კორინთელები 13:13, 14)
-