საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. აქ საუბარია ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ იეჰოვას განსადიდებლად გამართულ გამარჯვების საზეიმო წვეულებაზე. ამ წვეულებას ზეცაში ესწრებიან ქრისტე და მისი პატარძალი, რომელსაც 144 000 წარმოადგენს (გამოცხადება 19:1—9). ლაოდიკეის კრების წევრები, რომლებმაც მიიღეს რჩევა, და დღეს მცხოვრები იესო ქრისტეს ერთგული ძმები, რომელთაც ცხებული ქრისტიანების ამოსაცნობი სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, ნეფესთან ერთად ივახშმებენ (მათე 22:2—13).

  • ადიდეთ იაჰი მისი სამართლისთვის!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 19. რა არის ბედნიერების შვიდი მიზეზიდან მეოთხე და ვინ იზიარებს ამ ბედნიერებას?

      19 იოანე ახლა ბედნიერების შვიდი მიზეზიდან მეოთხეს მოიხსენიებს: «ანგელოზმა მითხრა: „დაწერე: ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. აგრეთვე მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“ » (გამოცხადება 19:9)e. „კრავის საქორწილო ვახშამზე“ მიწვეულნი არიან პატარძლის კლასის წევრები (შეადარეთ მათეს 22:1—14). ყველა ცხებული ანუ პატარძლის კლასის ყველა წარმომადგენელი ამ მოწვევით ხარობს. მიწვეულთა უმეტესობა უკვე ზეცაშია, სადაც საქორწილო ვახშამი გაიმართება; მათგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი კი იმით ხარობენ, რომ მიწვეულნი არიან. ისინი უეჭველად იქნებიან საქორწილო ვახშამზე (იოანე 14:1—3; 1 პეტრე 1:3—9). პატარძლის კლასის ზეცაში აღდგომის შემდეგ პატარძალი და კრავი იქორწინებენ.

      20. ა) რას ნიშნავს ფრაზა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“? ბ) როგორ იმოქმედა იოანეზე ანგელოზის სიტყვებმა და რა უთხრა ანგელოზმა?

      20 ანგელოზმა თქვა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“. სიტყვა „ჭეშმარიტი“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან ალეტინოს და ნიშნავს ნამდვილს ან საიმედოს. ეს სიტყვები სრულიად ჭეშმარიტი და სანდოა, რადგან თვითონ იეჰოვა ამბობს (შეადარეთ 1 იოანეს 4:1—3; გამოცხადების 21:5; 22:6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება