საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიის მთავარი თემა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • დღეს ინდუსტრიის განვითარების ხანაში ვაჭრები და ქარხნების მეპატრონეები კარგად ითბობენ ხელს. ისინი სახელმწიფოებს დიდძალი გამანადგურებელი იარაღით ამარაგებენ, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღით, რაც შიშის ზარს სცემს კაცობრიობას. „ათასისთავებთან“ და „ძლიერებთან“ ერთად ეს გაუმაძღარი მაგნატები და მათნაირი ადამიანები შეგვიძლია სატანის ბოროტ შთამომავლობას მივაკუთვნოთ. ისინი იმ მიწიერი ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც ღმერთმა და ქრისტემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (გამოცხადება 19:18).

  • არმაგედონში მებრძოლი მეფე იმარჯვებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ღვთის დიდი ვახშამი

      20. როგორ აღწერს იოანე „ღვთის დიდ ვახშამს“ და რომელ ძველ წინასწარმეტყველებას ეხება ეს?

      20 ეზეკიელის ხილვაში გოგის ბრბოს განადგურების შემდეგ, ფრინველებსა და მხეცებს ნადიმზე იწვევენ. ისინი იეჰოვას მტრების გვამებს ჭამენ და ამგვარად ასუფთავებენ არემარეს (ეზეკიელი 39:11, 17—20). იოანეს შემდეგი სიტყვები აშკარად ამ წინასწარმეტყველებას ეხება: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“ » (გამოცხადება 19:17, 18).

      21. რას ნიშნავს: ა) ანგელოზის დგომა მზეში? ბ) დახოცილთა გვამების მიწის პირზე დაყრა? გ) ის, რომ მიწის პირზე ყველანაირი ადამიანის გვამი ეყრება? დ) გამოთქმა „ღვთის დიდი ვახშამი“?

      21 ანგელოზი ფრინველების მოსახმობად თვალში საცემ ადგილზე, მზეში დგას და მათ მებრძოლი მეფისა და მისი ზეციერი ლაშქრის მიერ დახოცილთა ხორცით გასაძღომად უხმობს. დახოცილთა გვამები მიწის პირზე ეყრება, რაც მათი სამარცხვინო სიკვდილის მაჩვენებელი იქნება. იზებელის მსგავსად არც ისინი დაიმარხებიან ღირსეულად (2 მეფეები 9:36, 37). განადგურებას ვერც ერთი კატეგორიის ადამიანი ვერ გადაურჩება; დახოცილთა შორის იქნებიან: მეფეები, ათასისთავები, ძლიერები, თავისუფლები და მონები. გამონაკლისი არ იქნება დაშვებული. იეჰოვას წინააღმდეგ ამხედრებული ქვეყნიერების ბოლო კვალიც კი წაიშლება. მეტად აღარ იარსებებს თავგზააბნეულ ხალხთა ბობოქარი ზღვა (გამოცხადება 21:1). ეს „ღვთის დიდი ვახშამია“, რადგან თავად იეჰოვა იწვევს ფრინველებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება