-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1, 2. ა) სად აჰყავს ანგელოზს იოანე ახალი იერუსალიმის საჩვენებლად და რას ხედავს იოანე? ბ) რატომ არის ეს გამოცხადების დიდებული აპოგეა?
ანგელოზმა იოანე უდაბნოში წაიყვანა დიდი ბაბილონის საჩვენებლად. ახლა შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთს იოანე მაღალ მთაზე აჰყავს. ეს ადგილი პირველისგან დიდად განსხვავდება. ამჯერად იოანე ხედავს არა უწმინდურ, გარყვნილ, ბაბილონელი მეძავის მსგავს ქალაქს, არამედ სუფთა, სულიერ, წმინდა ქალაქს, ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ეშვება (გამოცხადება 17:1, 5).
2 მიწიერი იერუსალიმი არასდროს ყოფილა ამ ქალაქივით დიდებული. იოანე ამბობს: «მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“.
-