-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მას ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი და თორმეტი კარიბჭე. კარიბჭეებთან თორმეტი ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომის სახელები ეწერა.
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. რა ცხადყოფს, რომ ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს?
4 მის თორმეტ კარიბჭეს ისრაელის თორმეტი ტომის სახელები აწერია. ასე რომ, ეს სიმბოლური ქალაქი 144 000-ს წარმოადგენს, რომლებიც ბეჭედდასმულნი არიან „ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ (გამოცხადება 7:4—8).
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
5. რაზე მეტყველებს ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ და ის, რომ მის ყოველ შესასვლელთან ქერუბიმები დგანან?
5 სიმბოლურ ქალაქს უზარმაზარი გალავანი აქვს. ძველად გალავანს მტრისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ მას სულიერად იცავს. სიმართლის ვერც ერთი მტერი, ვერც უწმინდური და ვერც მზაკვარი, ვერ შეაღწევს მასში (გამოცხადება 21:27). ამ ლამაზ ქალაქში შემსვლელები, თითქოს სამოთხეში შედიან (გამოცხადება 2:7). სამოთხიდან ადამის გაძევების შემდეგ სამოთხის შესასვლელთან ღმერთმა ქერუბიმები დააყენა, რათა უწმინდური ადამიანები შიგ ვერ შესულიყვნენ (დაბადება 3:24). იერუსალიმის ყოველ შესასვლელთანაც დგანან ანგელოზები წმინდა ქალაქის სულიერი უსაფრთხოების დასაცავად. ბოლო დღეების განმავლობაშიც ანგელოზები იცავენ სულითცხებულ ქრისტიანთა კრებას, ამჯერად ახალ იერუსალიმს, ბაბილონის წამბილწველი ზეგავლენისგან (მათე 13:41).
-