საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მდაბლად თაყვანს გცემენ“

      11. რა კურთხევას დაჰპირდა იესო ქრისტიანებს და როგორ შესრულდა ეს დანაპირები?

      11 იესო ჰპირდება ფილადელფიელ ქრისტიანებს, რომ მათი საქმეები უკვალოდ არ ჩაივლის: „აი, მოგცემ მათ, ვინც სატანის სინაგოგიდან არიან და ამბობენ, იუდეველები ვართო, როცა არ არიან და ცრუობენ. ვაიძულებ, მოვიდნენ და შენს ფეხებთან დაემხონ, რომ მდაბლად თაყვანი გცენ და გავაგებინებ, რომ მე შეგიყვარე“ (გამოცხადება 3:9). შესაძლოა, სმირნელი ქრისტიანების მსგავსად ფილადელფიელ ქრისტიანებსაც უქმნიდნენ პრობლემებს ადგილობრივი იუდეველები, რომლებსაც იესო „სატანის სინაგოგას“ უწოდებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი იუდეველი მალე მიხვდა, რომ რასაც ქრისტიანები იესოს შესახებ ქადაგებდნენ, ჭეშმარიტება იყო. როგორც ჩანს, ისინი ‘მდაბლად თაყვანს სცემდნენ’ ქრისტიანებს ისე, როგორც ეს პავლემ აღწერა 1 კორინთელების 14:24, 25-ში. ისინი მოინანიებდნენ, თვითონაც ქრისტიანები გახდებოდნენ და სრულად დააფასებდნენ იესოს უდიდეს სიყვარულს, რომელიც მან თავისი მოწაფეებისთვის საკუთარი სულის გაწირვით გამოხატა (იოანე 15:12, 13).

      12. რატომ გააოცებდათ ფილადელფიის იუდეველთა სინაგოგის წევრებს იმის გაგება, რომ ზოგიერთ მათგანს ‘მდაბლად თაყვანი უნდა ეცა’ ქრისტიანებისთვის?

      12 ფილადელფიის იუდეველთა სინაგოგის წევრებს გააოცებდათ იმის გაგება, რომ ზოგიერთ მათგანს ადგილობრივი ქრისტიანებისთვის ‘მდაბლად თაყვანისცემა’ მოუწევდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრებაში ბევრი ქრისტიანი არაიუდეველი იყო, ფილადელფიელ იუდეველებს იმედი ექნებოდათ, რომ სრულიად საპირისპირო რამ მოხდებოდა. რატომ? ესაიამ იწინასწარმეტყველა: „[არაიუდეველი] მეფეები გიპატრონებენ [ისრაელის ხალხო] და დედოფლები გეყოლება ძიძებად. პირქვე დამხობილნი მდაბლად თაყვანს გცემენ“ (ესაია 49:23; 45:14; 60:14). მსგავსი რამ ზაქარიამაც იწინასწარმეტყველა: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი [არაიუდეველი] კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ » (ზაქარია 8:23). მართლაც, არაიუდეველებს უნდა ეცათ თაყვანი იუდეველებისთვის და არა პირიქით!

      13. რომელ იუდეველებზე შესრულდებოდა ძველ ისრაელზე ნაწინასწარმეტყველები?

      13 ეს ნაწინასწარმეტყველები სიტყვები მართლაც ღვთის რჩეულ ხალხს ეხებოდა. ამ სიტყვების წარმოთქმისას ამ საპატიო მდგომარეობით მხოლოდ ხორციელი ისრაელი სარგებლობდა, მაგრამ როცა ისრაელმა უარყო მესია, იეჰოვამ ჩამოართვა მათ ეს უპირატესობა (მათე 15:3—9; 21:42, 43; ლუკა 12:32; იოანე 1:10, 11). ძვ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მან იუდეველების ნაცვლად ღვთის ჭეშმარიტი ისრაელი — ქრისტიანული კრება აირჩია, რომლის წევრებიც გულით წინადაცვეთილი სულიერი იუდეველები იყვნენ (საქმეები 2:1—4, 41, 42; რომაელები 2:28, 29; გალატელები 6:16). მას შემდეგ ხორციელი იუდეველებისთვის იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად იესოსადმი, როგორც მესიისადმი, რწმენის გამოვლენა რჩებოდა (მათე 23:37—39). როგორც ჩანს, ზოგი ფილადელფიელი ასეც მოიქცეოდაa.

      14. როგორ სრულდება ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 დღეს?

      14 ესაიას 49:23 და ზაქარიას 8:23 ჩვენს დროში დიდი მასშტაბით სრულდება. იოანეს კლასის მიერ შესრულებული სამქადაგებლო საქმიანობის წყალობით უამრავმა ხალხმა ღია კარში შეაბიჯა და სამეფოსთვის მსახურება დაიწყოb. მათგან უმეტესობამ დატოვა ქრისტიანული სამყარო, რომლის მიმდინარეობებსაც სულიერ ისრაელად მოაქვთ თავი (შეადარეთ რომაელების 9:6). ისინი, უამრავი ხალხი, იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენით ირეცხავენ და ითეთრებენ სამოსელს (გამოცხადება 7:9, 10, 14). ისინი იმედოვნებენ, რომ ქრისტეს სამეფოს მორჩილებით კურთხევებს მიიღებენ დედამიწაზე. უამრავი ხალხი იესოს ცხებულ ძმებთან მიდის და სულიერი გაგებით ‘მდაბლად თაყვანს სცემს მათ’, რადგან ‘სმენიათ, რომ მათთან არის ღმერთი’. ისინი ემსახურებიან ცხებულებს, რომლებთან ერთადაც მსოფლიო საძმოდ არიან გაერთიანებულნი (მათე 25:34—40; 1 პეტრე 5:9).

  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 17 იოანეს კლასი ანუ ცხებული ქრისტიანები ფილადელფიის ერთგული კრების მსგავსად 1918 წელს შეხვდებოდნენ წინააღმდეგობას დღევანდელი „სატანის სინაგოგისგან“. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, რომლებსაც თავი სულიერ იუდეველებად მოჰქონდათ, ცბიერებით აიძულებდნენ სახელმწიფო მოხელეებს, რომ ქრისტიანები შეევიწროებინათ.

  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 19. როგორ გაართვა თავი იოანეს კლასმა იესოს მიერ 1919 წელს დაკისრებულ მოვალეობას, და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      19 ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა 1919 წლიდან იესოს მაგალითს მიჰბაძა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას გულმოდგინედ შეუდგა, რათა ეს ცნობა ყველა ადამიანის ყურამდე მიეწვდინა (მათე 4:17; რომაელები 10:18). შედეგად სატანის დღევანდელი სინაგოგის, ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი წევრი ცხებულებთან მივიდა, მოინანია, ‘მდაბლად თაყვანი სცა’ და „მონის“ უფლებამოსილება აღიარა; მათაც დაიწყეს იოანეს კლასის ასაკოვან წევრებთან ერთად მსახურება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სრულად არ შეგროვდნენ იესოს ცხებული ძმები. ამის შემდეგ „უამრავი ხალხი. . . ყველა ერიდან“ მივიდა, რათა ‘მდაბლად თაყვანი ეცათ’ ცხებული მონისთვის (გამოცხადება 7:3, 4, 9). მას შემდეგ ცხებულები და უამრავი ხალხი ერთად მსახურობენ, როგორც იეჰოვას მოწმეთა ერთი ფარა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება