საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ლაოდიკეის მთავარი პრობლემა უწყლოობა იყო, რაც შორი ცხელი წყაროებიდან არხების გამოყვანით გადაიჭრა, თუმცა ქალაქამდე მოსული წყალი უკვე ნელთბილი იყო.

  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 6. ა) როგორ აღწერა იესომ ლაოდიკეის კრების სულიერი მდგომარეობა? ბ) რაში ვერ მიჰბაძეს იესოს ლაოდიკეელმა ქრისტიანებმა?

      6 რას ეუბნება იესო ლაოდიკეელებს? ის არ აქებს მათ, უბრალოდ, გულწრფელად ეუბნება: „ვიცი შენი საქმეები, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ და არც ცივი, ამოგანთხევ ჩემი პირიდან“ (გამოცხადება 3:15, 16). თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით უფალ იესო ქრისტეს ასეთ სიტყვებს? განა არ მოუხმობდით გონიერებას და არ შეამოწმებდით საკუთარ თავს? ლაოდიკეელებს გონიერებისთვის უნდა მოეხმოთ, რადგან სულიერად მოიკოჭლებდნენ და, როგორც ჩანს, ბევრ რამეს სათანადოდ ვერ აფასებდნენ (შეადარეთ 2 კორინთელების 6:1). იესო, რომლისთვისაც ლაოდიკეელ ქრისტიანებს უნდა მიებაძათ, იეჰოვასა და მისი მსახურებისადმი ყოველთვის დიდ გულმოდგინებას ავლენდა (იოანე 2:17). თვინიერები ხედავდნენ, რომ ის სათნო და რბილი ხასიათის ადამიანი იყო; ხალხზე იესო ისე მოქმედებდა, როგორც ცივი წყალი პაპანაქება სიცხეში (მათე 11:28, 29). მაგრამ ლაოდიკეელი ქრისტიანები არც ცხელები იყვნენ და არც ცივები. ქალაქში შეყვანილი წყლის მსგავსად ნელთბილები იყვნენ და იესოსგან უარყოფას და ‘პირიდან ამონთხევას’ იმსახურებდნენ. მოდი, ჩვენ ყოველთვის გულმოდგინედ ვეცადოთ, რომ სულიერად გამოვაცოცხლოთ სხვები (მათე 9:35—38).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება