საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას განასახიერებს ოთხი მხედარი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
    • თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

      ხილვა ასე იწყება: „გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხადება 6:2).

      ვინ არის თეთრ ცხენზე ამხედრებული? მის ვინაობას ამავე წიგნიდან ვიგებთ — მას „ღვთის სიტყვა“ ეწოდება (გამოცხადება 19:11—13). წოდება „სიტყვა“ იესო ქრისტეს ეკუთვნის, რადგან ის ღვთის წარმომადგენელია (იოანე 1:1, 14). გარდა ამისა, მას ეწოდება „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“, რომელიც დახასიათებულია როგორც „ერთგული და ჭეშმარიტი“ (გამოცხადება 19:16). აქედან გამომდინარე, მას აქვს მინიჭებული უფლება, იბრძოლოს, როგორც მებრძოლმა მეფემ, რომელიც თავის ძალაუფლებას არასდროს იყენებს ბოროტად და სხვების დასაჩაგრად. თუმცა მაინც იბადება რამდენიმე კითხვა.

      ვინ მისცა იესო ქრისტეს სრულად დაპყრობის ძალაუფლება? (გამოცხადება 6:2). წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა „კაცის ძის მსგავსი“. ეს იყო მესია, რომელიც „ძველ დღეთასთან“, იეჰოვა ღმერთთან,a მივიდა და მისგან მიიღო „მმართველობა, დიდება და სამეფო“ (დანიელი 7:13, 14). ამგვარად, ყოვლისშემძლე ღმერთმა იესოს მმართველობისა და განაჩენის აღსრულების უფლებამოსილება მიანიჭა. ბიბლიაში თეთრი ფერი ხშირად სამართლიანობის სიმბოლოდ გამოიყენება, ამიტომ ამ ხილვაში თეთრი ცხენი მართებულად ასიმბოლოებს სამართლიან ომს, რომელიც ღვთის ძემ წამოიწყო (გამოცხადება 3:4; 7:9, 13, 14).

      როდის გამოვიდა ასპარეზზე თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი? ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველი მხედარი იესო ქრისტე მას შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე, რაც გვირგვინი მიეცა (გამოცხადება 6:2). როდის მიეცა მას სამეფო გვირგვინი? ეს ზეცად ამაღლებისთანავე არ მომხდარა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იგი გარკვეული პერიოდი ელოდა ამ დროის დადგომას (ებრაელები 10:12, 13). დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თავის მოწაფეებს აუხსნა, თუ რა იქნებოდა იმის მიმანიშნებელი, რომ ლოდინის პერიოდი დასრულდა და მან მეფობა დაიწყო ზეცაში. იესომ თქვა, რომ მისი გამეფების შემდეგ დედამიწაზე მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაუარესდებოდა — იქნებოდა ომები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). იესოს გამეფებიდან მალევე, 1914 წელს, პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. აშკარა იყო, რომ კაცობრიობას შავბნელი ეპოქა დაუდგა, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5).

      საინტერესოა, რატომ მოჰყვა იესოს გამეფებას ამდენი უბედურება? განა მდგომარეობა უკეთესობისკენ არ უნდა შეცვლილიყო?! ამის მიზეზი ის არის, რომ 1914 წელს იესომ მმართველობა დედამიწაზე კი არა, ზეცაში დაიწყო, სადაც მიქაელი, იგივე ახალგამეფებული იესო, სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა. შედეგად, ეს უკანასკნელნი დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:7—9, 12). დედამიწაზე გადმოგდებული სატანა დიდად განრისხებულია, რადგან მისი მოქმედების არეალი შეზღუდულია და მისი დღეები დათვლილია. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ღმერთი ზომებს მიიღებს სატანის წინააღმდეგ, რათა დედამიწის მცხოვრებნიც გაათავისუფლოს მისი გავლენისგან (მათე 6:10).

  • რას განასახიერებს ოთხი მხედარი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
  • რას განასახიერებს ოთხი მხედარი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
    • თეთრ ცხენზე ამხედრებული იესო „სრულად დაიპყრობს“, რის შემდეგაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა

      გამოცხადება 6:1, 2

      თეთრი ცხენი

      მისი მხედარი განასახიერებს იესო ქრისტეს. იგი 1914 წელს გამეფდა და მალე „სრულად დაიპყრობს“; ამგვარად, იესო ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას.

  • რას განასახიერებს ოთხი მხედარი?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
    • წინ უკეთესი ცხოვრება გველის!

      მალე ეს ავადსახსენებელი დრო წარსულს ჩაჰბარდება. გახსოვდეთ, რომ 1914 წლიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული იესო ქრისტე გამოსულია, რათა „სრულად დაიპყროს“! ახალგამეფებულმა იესომ სატანა დედამიწაზე გადმოაგდო, მაგრამ ამით არ დაუსრულებია დაპყრობა (გამოცხადება 6:2; 12:9, 12). მალე არმაგედონის ომში იესო გაანადგურებს სატანის მხარდამჭერებს დედამიწაზე და ადამიანებს მისი გავლენისგან გაათავისუფლებს (გამოცხადება 20:1—3). იესო არა მხოლოდ ბოლოს მოუღებს ამ სამი მხედრის თარეშს, არამედ საბოლოოდ აღმოფხვრის იმ სავალალო შედეგებს, რაც მათ კაცობრიობას მოუტანეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება