-
კადნიერებას დამცირება მოჰყვებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
-
-
16. როგორ გამოავლინა საულმა სულსწრაფობა?
16 მაგრამ მოგვიანებით საულის მოკრძალება სადღაც გაქრა. ფილისტიმელებთან ომში, როდესაც ისრაელებმა უკან დაიხიეს და გილგალში მოიყარეს თავი, საული სამუელს უნდა დალოდებოდა, რათა წინასწარმეტყველს ღვთისთვის მსხვერპლი შეეწირა და ისრაელი ერი შეევედრებინა. როდესაც სამუელი დანიშნულ დროს არ მივიდა, საული კადნიერად მოიქცა და თავად აღავლინა მსხვერპლი. ამის გაკეთებისთანავე სამუელიც მივიდა. „რა გააკეთე? — ჰკითხა წინასწარმეტყველმა. — მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. . . თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი“ (პირველი მეფეთა 13:8—12).
17. ა) ერთი შეხედვით, რატომ შეიძლება საულის მოქმედების გამართლება? ბ) რატომ განსაჯა იეჰოვამ სულსწრაფობისთვის საული?
17 ერთი შეხედვით, საულის მოქმედების გამართლება შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ღვთის ხალხს „გაუჭირდა“, „გაწვალდა“ და მდგომარეობის უიმედობამ შიშის ზარი დასცა (პირველი მეფეთა 13:6, 7). ცხადია, არაფერია ცუდი იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივაd. მაგრამ გაიხსენეთ, იეჰოვას ხომ გულების წაკითხვა და გულის კუნჭულში ღრმად მიმალული აღძვრების დანახვა შეუძლია (პირველი მეფეთა 16:7). ამიტომ საულში ის დაინახავდა ისეთ რამეებს, რაც ბიბლიაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული. მაგალითად, იეჰოვამ შეიძლება დაინახა, რომ საულის სულსწრაფობის მიზეზი სიამაყე იყო. შესაძლებელია, საული ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ის, მთელი ისრაელის მეფე, ისეთ ადამიანს უნდა დალოდებოდა, რომელსაც ხანდაზმულ, ზოზინა წინასწარმეტყველად მიიჩნევდა! ასეა იყო თუ ისე, საულმა ჩათვალა, რომ სამუელის დაგვიანება მისი მოვალეობის საკუთარ ხელში აღების უფლებას აძლევდა და არად ჩააგდო მისთვის ნათლად ნათქვამი დარიგება. რა მოჰყვა ამას შედეგად? სამუელმა არ მოიწონა საულის მიერ ინიციატივის გამოვლენა. პირიქით, მან მსჯავრი დასდო მეფეს: „ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. . . რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს (პირველი მეფეთა 13:13, 14). კიდევ ერთხელ, კადნიერებას დამცირება მოჰყვა.
-
-
კადნიერებას დამცირება მოჰყვებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
-
-
d მაგალითად, ფინხასი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, რათა შეწყვეტილიყო ისრაელთა განადგურება, რომლის დროსაც ათი ათასობით ისრაელი დაიხოცა, ხოლო დავითმა თავისთან ერთად მყოფ დამშეულ მამაკაცებს „ღვთის სახლში“ ნაკურთხი პურის ჭამა შესთავაზა. არც ერთი შემთხვევა ღმერთს არ განუსჯია და კადნიერებად არ ჩაუთვლია (მათე 12:2—4; რიცხვნი 25:7—9; პირველი მეფეთა 21:2—7).
-