ხუთშაბათი, 10 სექტემბერი
[იერუსალიმის] გაპარტახება მოახლოებულია (ლუკ. 21:20).
იერუსალიმის ნაწინასწარმეტყველები განადგურება მოახლოებული იყო. ამიტომ ქრისტიანებს დარჩენილი დრო რწმენისა და მოთმინების განსავითარებლად უნდა გამოეყენებინათ (ებრ. 10:25; 12:1, 2). ებრაელი ქრისტიანების მსგავსად ჩვენც ველოდებით გასაჭირს, თანაც ისეთს, როგორიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს (მათ. 24:21; გამოცხ. 16:14, 16). მათთვის ღვთის შთაგონებით მიცემული რჩევები ჩვენთვისაც პრაქტიკული იქნება. მოციქულმა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს ღვთის სიტყვის სიღრმისეული კვლევისკენ მოუწოდა (ებრ. 5:14–6:1). მან ამის მაგალითი თავად მისცა და ებრაული წერილების საფუძველზე დაანახვა, თუ როგორ აღემატებოდა იუდაიზმს ქრისტიანული თაყვანისმცემლობა. პავლეს კარგად ესმოდა, რომ ღვთის სიტყვის სიღრმისეული ცოდნა ებრაელ ქრისტიანებს დაეხმარებოდა, ჭეშმარიტება სიცრუისგან გაერჩიათ და სწორ გზას არ აცდენილიყვნენ. w24.09 8, 9 ¶2, 3; 10 ¶6
პარასკევი, 11 სექტემბერი
უფალი მართლა აღდგა (ლუკ. 24:34).
იესოს მოწაფეებს გამხნევება დასჭირდებოდათ. რა იყო ამის მიზეზი? როგორც ვიცით, ყოველთვის იესოს გვერდით რომ ყოფილიყვნენ, ზოგ მის მოწაფეს სახლიდან წამოსვლა და საყვარელი საქმის დატოვება მოუწია (მათ. 19:27). ზოგიც საზოგადოებისგან იყო გარიყული (იოან. 9:22). თუმცა ისინი მზადყოფნით წავიდნენ ასეთ მსხვერპლზე, რადგან სჯეროდათ, რომ იესო აღთქმული მესია იყო (მათ. 16:16). წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის ფონზე, როგორი იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი იქნებოდნენ, როცა იესო აწამეს და მოკლეს. იესოს კარგად ესმოდა, რომ მოწაფეების წუხილი ბუნებრივი რეაქცია იყო და არა სუსტი რწმენის მაჩვენებელი. ამიტომ აღდგომის დღესვე შეუდგა მათ გამხნევებას. თავიდან ის მარიამ მაგდალელს გამოეცხადა, რომელიც მის სამარხთან ტიროდა, შემდეგ კი ემაუსისკენ მიმავალ ორ მოწაფეს (იოან. 20:11, 16). ის მოციქულ პეტრესაც ეჩვენა. w24.10 13 ¶5, 6
შაბათი, 12 სექტემბერი
ყოველთვის მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ (1 პეტ. 3:15).
მშობლებო, დაეხმარეთ თქვენს შვილს, ახსნას, რატომ სწამს შემოქმედის არსებობა. ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ვებსაიტზე jw.org მოცემული სტატიათა სერია „ახალგაზრდების შეკითხვები – შემოქმედება თუ ევოლუცია“. რომელიმე სტატიის განხილვის შემდეგ ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი ახსნა იქნება ყველაზე დამაჯერებელი მისი კლასელებისთვის, და გაითამაშეთ დიალოგი. სინამდვილეში, თუ მათ მარტივად და ლოგიკურად აუხსნის თავის შეხედულებას, ისინი შეიძლება აჰყვნენ კიდეც საუბარში. მაგალითად, კლასელმა შეიძლება ასეთი რამ უთხრას: „მე მარტო ის მჯერა, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, ღმერთი კიდევ არასოდეს მინახავს“. საპასუხოდ თქვენს შვილს შეუძლია უთხრას: „წარმოიდგინე, რომ მიუვალ ტყეში ხარ და მოულოდნელად ქვით აშენებულ ჭას ხედავ. რას იფიქრებდი? ალბათ იმას, რომ ის ვიღაცამ ააშენა. მით უმეტეს, როცა ამხელა სამყაროს ვუყურებთ, ლოგიკური არაა, დავასკვნათ, რომ მას შემოქმედი ჰყავს?!“. w24.12 18 ¶16