2 სამუელი
11 წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა გამოდიოდნენ მეფეები,+ გაგზავნა დავითმა იოაბი, მისი მსახურები და მთელი ისრაელი, რომ გაენადგურებინათ ამონის ძეები+ და ალყაში მოექციათ რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა.
2 საღამო ხანს წამოდგა დავითი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე+ სეირნობდა. ბანიდან მობანავე ქალს მოჰკრა თვალი;+ ქალი ძალიან ლამაზი იყო.+ 3 გაგზავნა კაცი დავითმა ქალის ამბის გასაგებად.+ უთხრეს: „ეს ხომ ბათ-შებაა,+ ელიამის ასული,+ ხეთელი+ ურიას+ ცოლი“. 4 გაგზავნა დავითმა მაცნეები მის მოსაყვანად.+ შევიდა ქალი მასთან+ და დაწვა მასთან დავითი,+ ქალი ამ დროს თავისი უწმინდურებისგან განიწმინდებოდა.+ მოგვიანებით ის სახლში დაბრუნდა.
5 დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს, ორსულად ვარო. 6 დავითმა კი იოაბს შეუთვალა, გამომიგზავნეო ხეთელი ურია. იოაბმაც გამოუგზავნა დავითს ურია. 7 მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ხალხისა და ბრძოლის ამბები. 8 ბოლოს უთხრა დავითმა ურიას: „წადი სახლში, ფეხი დაიბანე“.+ წავიდა ურია მეფის სასახლიდან და მეფისგან ძღვენი გააყოლეს უკან. 9 მაგრამ ურიამ მეფის სასახლის შესასვლელთან გაათია ღამე თავისი ბატონის სხვა მსახურებთან ერთად და შინ არ წასულა. 10 აცნობეს დავითს, არ წასულაო ურია სახლში. ჰკითხა დავითმა ურიას: „ნამგზავრი არა ხარ? შინ რატომ არ წახვედი?“ 11 ურიამ მიუგო: „როცა კიდობანი,+ ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურები+ კი — მინდორში, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო, ვსვა და როგორ დავწვე ჩემს ცოლთან?+ შენს თავსა და შენს სულს ვფიცავ,+ არ ვიზამ ამას!“
12 უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი და ხვალ გაგიშვებ“. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღესაც და მეორე დღესაც. 13 მიიწვია ის დავითმა, რომ ეჭამა და ესვა, და დაათრო იგი.+ გამოვიდა ის საღამოს და მაინც თავისი ბატონის მსახურებთან ერთად გაათია ღამე თავის საწოლზე, შინ არ წასულა. 14 დილით წერილი დაუწერა+ დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა. 15 წერილში ეწერა:+ „დააყენეთ ურია ბრძოლის წინა ხაზზე+ და მიატოვეთ, რათა დაჰკრან და მოკვდეს“.+
16 როცა იოაბმა ქალაქი ალყაში მოაქცია, ურია იმ ადგილზე დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.+ 17 გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებრძოლნენ იოაბს; მოკვდა დავითის ზოგიერთი მსახური და მათ შორის ხეთელი ურია.+ 18 გაუგზავნა იოაბმა დავითს კაცი ბრძოლის ამბის შესატყობინებლად 19 და მაცნეს უბრძანა: «ყველაფერი უამბე მეფეს ბრძოლის შესახებ; 20 თუ განრისხდება მეფე და გეტყვის: „რატომ მიხვედით ასე ახლოს ქალაქთან საბრძოლველად? არ იცოდით, რომ გალავნიდან გესროდნენ? 21 ვინ მოკლა აბიმელექი,+ იერუბეშეთის+ ვაჟი? განა გალავნიდან არ ჩამოაგდო ერთმა ქალმა ზედა დოლაბი+ და მოკლა ის თებეცში?+ რატომ მიხვედით ასე ახლოს გალავანთან?“ მაშინ უთხარი, შენი მსახური ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო».+
22 მივიდა მაცნე დავითთან და ყველაფერი უამბო, რისთვისაც იოაბმა გაგზავნა. 23 უთხრა მაცნემ დავითს: „ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ამიტომ გამოიჭრნენ ველზე ჩვენ წინააღმდეგ; შევუტიეთ და კარიბჭემდე ვდიეთ. 24 მაგრამ მშვილდოსნებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს+ შენს მსახურებს და მოკვდა მეფის რამდენიმე მსახური; ხეთელი ურიაც მოკვდა, შენი მსახური“.+ 25 უთხრა დავითმა მაცნეს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ შეგაწუხებს-თქო ეს ამბავი, მახვილი ერთსაც ჭამს+ და მეორესაც. შეუტიე ქალაქს და დაამხვე-თქო;+ გაამხნევე“.
26 გაიგო ურიას ცოლმა თავისი ქმრის, ურიას სიკვდილის ამბავი და დაიტირა+ თავისი პატრონი.+ 27 გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა,+ დავითმა ის მაშინვე თავის სახლში მოაყვანინა, გახდა იგი მისი ცოლი+ და ვაჟი გაუჩინა. არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი.+