2 სამუელი
4 გაიგო საულის ვაჟმა,+ რომ მოკვდა აბნერი ხებრონში,+ და ხელში ძალა გამოელია;+ შეშფოთდა მთელი ისრაელიც. 2 საულის ვაჟის მოთარეშე რაზმებს+ ორი მეთაური ჰყავდა; ერთს ერქვა ბაანა და მეორეს — რექაბი. ისინი ბეეროთელი რიმონის ვაჟები იყვნენ, ბენიამინელები; ბეეროთიც+ ბენიამინს ეკუთვნოდა. 3 გითაიმს+ შეეხიზნენ ბეეროთელები და დღემდე იქ ცხოვრობენ.
4 საულის ვაჟს, იონათანს,+ კოჭლი შვილი ჰყავდა.+ ხუთი წლისა იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეელიდან.+ აიყვანა ის მისმა გამზრდელმა და გაიქცა, მაგრამ როცა თავზარდაცემული გარბოდა, გაუვარდა ის და დაკოჭლდა. მას მეფიბოშეთი+ ერქვა.
5 წავიდნენ რექაბი და ბაანა, ბეეროთელი რიმონის ვაჟები, და დღისით, როცა ძალიან ცხელოდა, იშ-ბოშეთის+ სახლში მივიდნენ. მას კი ეძინა შუადღისას. 6 შევიდნენ სახლში, ვითომ ხორბლის მზიდავები იყვნენ, და მახვილი ჩასცეს მას მუცელში;+ ვერავინ შენიშნა რექაბი და მისი ძმა ბაანა.+ 7 სახლში შესულებს ის თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მწოლიარე დახვდათ, ჩასცეს მახვილი, მოკლეს,+ თავი მოაჭრეს,+ წაიღეს და მთელი ღამე იარეს არაბას გზაზე. 8 მიუტანეს იშ-ბოშეთის+ თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აი შენი მტრის, შენი სულის მძებნელის,+ საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის თავი.+ დღეს შური იძია+ იეჰოვამ საულსა და მის შთამომავლობაზე მეფე-ბატონის გულისთვის“.
9 მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, რექაბსა და მის ძმას, ბაანას: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც ჩემი სული+ ყველა გასაჭირისგან+ დაიხსნა,+ 10 თუ ის მაცნე,+ რომელიც მოვიდა და მითხრა, მკვდარია საულიო და რომელსაც ეგონა, სასიხარულო ცნობა მომიტანა, დავიჭირე და მოვკალი+ ციკლაგში, როცა სამახარობლო უნდა მიმეცა, 11 ბოროტებს რაღას ვუზამ,+ რომლებმაც მართალი კაცი თავის სახლში თავისივე საწოლზე მოკლეს? განა მის სისხლს თქვენი ხელიდან+ არ ავიღებ და არ აღგგვით მიწის პირიდან?“+ 12 უბრძანა დავითმა თავის ხალხს და დახოცეს ისინი.+ დააჭრეს ხელ-ფეხი და ხებრონში ტბორთან ჩამოკიდეს;+ იშ-ბოშეთის თავი კი აიღეს და აბნერის სამარხში დამარხეს ხებრონში.+