ეზრა
10 როგორც კი ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ+ მიწაზე დამხობილმა+ ეზრამ დაასრულა ლოცვა+ და ტირილით ცოდვის აღიარება,+ მოგროვდა მასთან ისრაელთა დიდძალი კრებული — კაცები, ქალები და ბავშვები. ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი. 2 მაშინ შექანიამ, იეხიელის+ ვაჟმა, ელამის ძეთაგან,+ უთხრა ეზრას: „ჩვენ ვუორგულეთ ჩვენს ღმერთს, რადგან ამ მიწის ხალხთაგან მოვიყვანეთ ცოლები.+ მაგრამ, მაინც არსებობს იმედი+ ისრაელისთვის. 3 ახლა შეთანხმება+ დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ გავუშვებთ+ ცოლებსა და მათგან შეძენილ შვილებს იეჰოვასა და ჩვენი ღვთის მცნების+ მოშიშთა+ მითითებისამებრ, რათა ყველაფერი კანონის თანახმად შესრულდეს.+ 4 ადექი, რადგან შენ გევალება ეს საქმე, ჩვენც შენ გვერდით ვართ, გამაგრდი და იმოქმედე!“
5 ადგა ეზრა და დააფიცა+ უფროსი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ამ სიტყვის თანახმად მოიქცეოდნენ. და მათაც დადეს ფიცი. 6 ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ მდგარი ეზრა ახლა იეჰოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, სასადილო დარბაზში+ შევიდა. შევიდა, მაგრამ არც პური უჭამია+ და არც წყალი დაულევია, რადგან გლოვობდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
7 ამის შემდეგ მთელ იუდასა და იერუსალიმს გამოუცხადეს, რომ გადასახლებაში ნამყოფი+ მთელი ხალხი იერუსალიმში შეკრებილიყო. 8 ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა+ მთავართა+ და უხუცესთა მითითებისამებრ, მას მთელი ქონება ჩამოერთმეოდა,+ თავად კი გადასახლებული ხალხის კრებულიდან განიდევნებოდა.+ 9 ამგვარად სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ყველა მამაკაცი იუდასა და ბენიამინის ტომებიდან, ეს იყო მეცხრე+ თვის მეოცე დღეს; მთელი ხალხი ისხდა მოედანზე ჭეშმარიტი ღვთის სახლთან და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო.+
10 მაშინ ადგა მღვდელი ეზრა და უთხრა მათ: „ორგულობთ, რადგან უცხოელი ცოლები+ მოიყვანეთ ისრაელის დანაშაულის დასამძიმებლად.+ 11 აღიარეთ ცოდვები+ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის წინაშე, მოიქეცით მის მოსაწონად+ და განეშორეთ ამ მიწის ხალხებსა და უცხოელ ცოლებს!“+ 12 მთელმა კრებულმა ხმამაღლა მიუგო მას: „ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც შენ ამბობ.+ 13 მაგრამ ხალხი ბევრია, თან ახლა წვიმიანობის დროა, ამიტომ შეუძლებელია გარეთ დგომა; თანაც, ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან დიდად ვიურჩეთ ამ საქმეში. 14 ამიტომ, დაე, ჩვენი მთავრები+ წარდგნენ მთელი კრებულის წარმომადგენლებად, ხოლო ყველანი, ვინც უცხოელი ცოლები მოიყვანა ჩვენს ქალაქებში, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავ-თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე დავაცხრობდეთ ჩვენი ღვთის მრისხანებას, ამ ამბის გამო ანთებულს!“
15 (მაგრამ იონათანი, ასაელის ვაჟი, და იახზეია, თიკვას ვაჟი, წინ აღუდგნენ+ ამას. მეშულამი და შაბეთაი,+ ლევიანები, მხარს უჭერდნენ მათ). 16 ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები.+ მეათე თვის+ პირველ დღეს ამ საქმის გამოსაკვლევად+ ცალკე დასხდნენ მღვდელი ეზრა და საგვარეულოთა+ თავკაცები თავ-თავიანთი სახელების მიხედვით. 17 პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს მათ ყველა იმ კაცის საქმის გამოკვლევა, რომლებმაც უცხოელი+ ცოლები მოიყვანეს. 18 აღმოჩნდა, რომ მღვდლების ძეთაგან,+ რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, იყვნენ — იეჰოცადაკის+ ვაჟის, იეშუას+ ძეთაგან და მის ძმათაგან — მაასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. 19 მათ ხელის ჩამორთმევით დადეს პირობა, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს და ვერძს+ შესწირავდნენ ფარიდან თავიანთი დანაშაულისთვის.+
20 იმერის ძეთაგან+ იყვნენ ხანანი და ზებადია; 21 ხარიმის ძეთაგან+ — მაასეია, ელია, შემაია, იეხიელი და უზია; 22 ფაშხურის ძეთაგან+ — ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელეასა; 23 ლევიანთაგან — იოზაბადი, შიმეი, კელაია ანუ კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი; 24 მგალობელთაგან — ელიაშიბი; კარიბჭის მცველთაგან — შალუმი, ტელემი და ური.
25 ისრაელთაგან: ფაროშის ძეთაგან+ იყვნენ რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია და ბენაია; 26 ელამის ძეთაგან+ — მათანია, ზაქარია, იეხიელი,+ აბდი, იერემოთი და ელია; 27 ზათუს ძეთაგან+ — ელიოენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი და აზიზა; 28 ბებაის ძეთაგან+ — იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი და ათლაი; 29 ბანის ძეთაგან — მეშულამი, მალუქი, ადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი; 30 ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ადნა, ქელალი, ბენაია, მაასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე; 31 ხარიმის ძეთაგან+ — ელიეზერი, იშია, მალქია,+ შემაია, შიმეონი, 32 ბენიამინი, მალუქი და შემარია; 33 ხაშუმის ძეთაგან+ — მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმეი; 34 ბანის ძეთაგან — მაადაი, ამრამი, უელი, 35 ბენაია, ბედეია, ქელუჰი, 36 ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, 37 მათანია, მათენაი და იაასუ; 38 ბინუის ძეთაგან — შიმეი, 39 შელემია, ნათანი, ადაია, 40 მაქნადებაი, შაშაი, შარაი, 41 აზარელი, შელემია, შემარია, 42 შალუმი, ამარია და იოსები; 43 ნებოს ძეთაგან — იეიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 44 უცხოელი ცოლი+ ჰყავდა თითოეულს, და გაუშვეს ისინი თავიანთ ვაჟებთან ერთად.