27 განაგრძო იობმა იგავებით+ ლაპარაკი:
2 „ცოცხალია ღმერთი,+ რომელმაც წამართვა სამართალი,+
და ცოცხალია ყოვლისშემძლე, რომელმაც სული გამიმწარა,+
3 სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ
და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,+
4 არ იტყვის ჩემი ბაგეები უმართლობას
და ჩემი ენა არ წარმოთქვამს სიცრუეს.
5 ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო!+
სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!+
6 ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ;+
არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული.+
7 ყოველმხრივ ბოროტად იქცეს ჩემი მტერი,+
და ჩემი მოწინააღმდეგე — ნამდვილ დამნაშავედ.
8 რა იმედი აქვს განდგომილს, თუ ის მოკვეთს მას,+
თუ ღმერთი სულს წაართმევს?+
9 განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს,
თუ გასაჭირი დაატყდება თავს?+
10 თუ ყოვლისშემძლეში პოვებს ნეტარებას?
განა ყოველთვის მოუხმობს ღმერთს?
11 მე გასწავლით თქვენ ღვთის ხელით.
არ დავმალავ იმას, რაც ყოვლისშემძლეს აქვს განზრახული.+
12 თქვენ ხომ ყველამ ნახეთ ხილვები
და რატომღა ისულელებთ თავს?+
13 ასეთია ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან;+
ყოვლისშემძლისგან სასტიკთა მემკვიდრეობას მიიღებენ.
14 თუ ვაჟები გაუმრავლდება, მახვილისთვის გაუმრავლდება+
და მის შთამომავლობას საკმარისი საჭმელი არ ექნება.
15 მისიანი, ვინც გადარჩება, სასიკვდილო ჭირის დროს დაიმარხება,
და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.+
16 თუ ვერცხლს მიწასავით დაახვავებს
და სამოსელს თიხასავით მოამზადებს,
17 მისი მომზადებულით მართალი შეიმოსება+
და მის ვერცხლში უდანაშაულოს ექნება წილი.
18 ჩრჩილივით აიშენა სახლი
და კარავივით,+ გუშაგი რომ დგამს.
19 მდიდარი იქნება, როცა დაწვება, მაგრამ არაფერი შეუგროვდება;
გაახელს თვალებს და აღარაფერი იქნება.+
20 უეცარი შიში წყალივით შეიპყრობს მას+
და ღამით ქარიშხალი მოიტაცებს.
21 წაიღებს აღმოსავლეთის ქარი+ და გაქრება იგი,
თავისი ადგილიდან ახვეტს მას.+
22 დაეძგერება და არ შეიბრალებს,+
ის კი შეეცდება, გაექცეს მის ძალას.+
23 დაცინვის ნიშნად ტაშს შემოჰკრავენ+
და მისივე ადგილიდან დაუწყებენ სტვენას“.+