36 განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2 „ცოტაც მომითმინე და გიჩვენებ,
რომ ჯერ კიდევ არის სიტყვები ღვთის სასარგებლოდ.
3 შორიდან მოვიტან ჩემს ცოდნას
და ჩემი გამომსახველის სიმართლეს გავაცხადებ.+
4 არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში,
ის — სრულყოფილი ცოდნის+ მფლობელია შენ წინაშე.
5 ძლევამოსილია+ ღმერთი და არ უარყოფს კაცს,
ძლევამოსილია გულის ძლიერებით.
6 არც ერთ ბოროტს არ დატოვებს ცოცხალს,+
დაჩაგრულებს კი სამართალს გაუჩენს.+
7 არ მოარიდებს თვალს არც ერთ მართალს,+
არც მეფეებს ტახტზე. . . +
სამუდამოდ დასხამს მათ და ისინიც დიდებას მოიხვეჭენ.
8 თუ მათ ბორკილები დაედებათ,+
გაჭირვების თოკით დაიბმებიან.
9 მაშინ ეტყვის მათ, როგორ იქცევიან
და რაში სცოდავენ, რადგან მეტისმეტად ამაყდებიან.
10 გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის+
და ეტყვის, რომ ზურგი უნდა აქციონ სიავის ქმნას.+
11 თუ დაემორჩილებიან და ემსახურებიან,
მათ დღეებს კარგი დასასრული ექნება
და მათი წლებიც ნეტარებით დასრულდება.+
12 მაგრამ, თუ არ დაემორჩილებიან, მახვილით+ დაიღუპებიან+
და უცოდინარობაში დაიხოცებიან.
13 გულით განდგომილები რისხვას აღვივებენ.+
შველას არ ითხოვენ, რადგან შებორკილი ჰყავს მას.
14 ისინი ახალგაზრდები დაიხოცებიან,+
მათი სიცოცხლე კი ტაძრის მეძავ მამაკაცებს შორის დასრულდება.+
15 საწყალს გაჭირვებისგან იხსნის
და ჩაგვრის დროს გაუხსნის მათ ყურებს.
16 უეჭველად დაგიხსნის გაჭირვების ხახიდან!+
სანაცვლოდ დიდი სივრცე+ იქნება და არა შეზღუდული;
შენი მაგიდა შენდა სანუგეშოდ ნოყიერებით აივსება.+
17 ბოროტის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს+ დაინახავ;
სასამართლო განაჩენი და სამართლიანობა ერთმანეთს ჩაეჭიდება.
18 გაფრთხილდი, რომ რისხვამ+ ღვარძლიანი ტაშის დაკვრაში არ ჩაგითრიოს.
გზიდან არ გადაგიყვანოს დიდმა გამოსასყიდმა.+
19 განა გიშველის დახმარებისთვის ღაღადი?+ არა, მთელი შენი ძალისხმევაც კი
არ გიშველის გასაჭირში.+
20 ქოშინით ნუ ესწრაფი ღამეს,
როცა ხალხი თავისი ადგილსამყოფლიდან მიდის.
21 გაფრთხილდი, რომ არ გადაუხვიო სიავის ქმნისკენ,+
ვინაიდან ეს არჩიე გაჭირვებას.+
22 ღმერთი დიდებულად მოქმედებს თავისი ძლიერებით.
ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
23 ვინ მოჰკითხავს მას პასუხს+
და ვინ ეტყვის, უმართლობა ჩაიდინეო?+
24 გახსოვდეს, რომ დიდება უნდა მიაგო მის საქმეებს,+
რომლებსაც ხალხი უმღერის.+
25 მთელი კაცობრიობა მათ შეჰყურებს
და მოკვდავი ადამიანი მათ შესცქერის შორიდან.+
26 ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით;+
გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი.+
27 მაღლა ააქვს წყლის წვეთები+ და
ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან,
28 რათა ღრუბლებმა იწვეთონ+
და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას.
29 მართლაც, ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენას
და მისი კარვის გრუხუნს?+
30 თავისი სინათლე მასზე განავრცო+
და ზღვას ფსკერი დაუფარა;
31 მათი საშუალებით ხალხებს ესარჩლება+
და უხვად იძლევა საკვებს.+
32 ხელში უჭირავს ელვა
და ბრძანებას აძლევს მას თავდამსხმელის წინააღმდეგ.+
33 გრგვინვა+ გვაუწყებს მასზე
და პირუტყვი — მის მოახლოებაზე“.