37 «ძგერას მიწყებს გული+ ამის გამო
და საგულიდან მივარდება.
2 ხალხო, მოუსმინეთ მის მქუხარე ხმას+
და მისი პირიდან გამომავალ გრგვინვას.
3 მთელ ცისქვეშეთში უშვებს მას
და ელვას+ დედამიწის კიდეებს აწვდენს.
4 შემდეგ მჭექარე ხმა ისმის,
თავის აღმატებულ+ ხმას აქუხებს+
და არ აკავებს მას, როცა გამოსცემს.+
5 საოცრად ქუხს ღმერთი თავისი ხმით,+
დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს.+
6 თოვლს ეუბნება: „დაეშვი მიწისკენ“,+
იმავეს ეუბნება თავსხმასაც და ძლიერ კოკისპირულ წვიმასაც.+
7 ყოველ კაცს ბეჭედს ასვამს ხელზე,
რომ ყველა მოკვდავმა იცოდეს მისი საქმე.
8 მიდის მხეცი ჩასასაფრებლად,
თავის სამალავში ბინადრობს.+
9 შიდა ოთახიდან+ მოდის ქარიშხალი
და ჩრდილოეთიდან უბერავს სიცივე.+
10 ღვთის სუნთქვა წარმოქმნის ყინულს+
და წყალი სივრცეშია შეკავებული.+
11 ღრუბელს სინოტივით ამძიმებს
და მისი სინათლე+ ფანტავს ღრუბლებს.
12 ისინი მისი ხელმძღვანელობით ბრუნავენ თავიანთი საქმის შესასრულებლად,
საითკენაც არ უნდა უბრძანოს+ ნაყოფიერი მიწის პირზე.
13 გასაჯოხად+ იქნება ეს თუ მიწისთვის,+
ან კიდევ სიკეთისთვის,+ იგი შედეგს გამოაღებინებს.
14 ყური დაუგდე ამას, იობ,
გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+
15 იცი, როდის მისცა მათ ბრძანება+
და როდის გამოანათებინა თავის ღრუბელს?
16 იცი, როგორ ჩერდებიან ღრუბლები,+
სრულყოფილი ცოდნის მფლობელის საოცარი საქმეები?+
17 როგორ ცხელდება შენი ტანსაცმელი,
როცა მიწას სამხრეთის ქარი აწყნარებს?+
18 შეგიძლია მასთან ერთად გამოჭედო ცა+
ისეთივე მაგარი, როგორიც ჩამოსხმული სარკეა?
19 გვითხარი, რა ვუთხრათ მას,
ვერ ვპოულობთ სიტყვებს სიბნელის გამო.
20 უნდა ემცნოს მას, რომ ლაპარაკი მსურს?
განა უთქვამს ვინმეს, რომ ეს ეუწყება მას?+
21 სინამდვილეში ვერ ხედავენ ისინი სინათლეს.
ის კაშკაშებს ცაში,
როცა გადაივლის ქარი და წმენდს ცას.
22 ჩრდილოეთიდან ოქროს სიდიადე მოდის.
შიშის მომგვრელია ღვთის დიდება;+
23 ჩვენ კი არ შეგვიცნია ყოვლისშემძლე.+
აღმატებულია იგი ძლიერებით+
და არ დააკნინებს+ სამართლიანობასა+ და უხვ სიმართლეს.+
24 ამიტომაც ეშინოდეს ხალხს მისი.+
იგი არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია».+