სოლომონის შესახებ
72 ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს+
და შენი სიმართლე — მეფის ძეს.+
2 ის გამოესარჩლოს შენს ხალხს სიმართლით+
და დაჩაგრულებს — სამართლით.+
3 მთებმა და გორებმა
მშვიდობა გადასცენ ხალხს სიმართლით.+
4 გაუჩინოს მან სამართალი დაჩაგრულ ხალხს,+
იხსნას ღარიბის ძეები
და შემუსროს გამომძალველი.
5 შენი შიში ექნებათ, ვიდრე არსებობს მზე+
და ვიდრე არსებობს მთვარე, თაობიდან თაობაში.+
6 ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე,+
შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+
7 მის დროს აყვავდება მართალი+
და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.+
8 მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე+
და მდინარიდან+ დედამიწის კიდეებამდე.+
9 მის წინაშე ქედს მოიხრიან უწყლო მხარეში მცხოვრებნი+
და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.+
10 თარშიშისა და კუნძულების მეფეები+
ხარკს გადაიხდიან,+
შებასა და სებას მეფეები
ძღვენს მოიტანენ.+
11 ყველა მეფე დაემხობა მის წინაშე;+
ყველა ხალხი ემსახურება მას.+
12 ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,+
დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს.+
13 ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,+
იხსნის ღარიბთა სულებს.+
14 ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს
და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.+
15 იცოცხლოს მან+ და მიეცეს მას შებას ოქრო.+
მუდამ ლოცულობდნენ მისთვის
და მთელი დღე კურთხეული იყოს.+
16 უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+
მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება.+
მისი ნაყოფი ლიბანისას დაემსგავსება;+
ვინც ქალაქიდან არის, დედამიწის მცენარეულობასავით გაიფურჩქნება.+
17 მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა,+
გასტანოს მისმა სახელმა, ვიდრე მზე არსებობს,
მისი მეშვეობით იყვნენ კურთხეულნი.+
ყველა ხალხმა ბედნიერი უწოდოს მას.+
18 კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი;+
მხოლოდ ის ახდენს საოცარ საქმეებს.+
19 სამარადისოდ კურთხეული იყოს მისი დიდებული სახელი+
და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა.+
ამინ! ამინ!
20 დასრულდა დავითის, იესეს ძის ლოცვები.+