იგავები
22 კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია,+ კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია.+
2 მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს შემოქმედი იეჰოვაა.+
3 წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+
4 თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს.+
5 უსინდისოს გზაზე ეკლები და მახეებია,+ თავისი სულის დამცველი კი ახლოს არ ეკარება მათ.+
6 ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს;+ ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.+
7 მდიდარი ღარიბებზე ბატონობს;+ მოვალე მევალის მსახურია.+
8 უმართლობის მთესველი ზიანს მოიმკის+ და მისი რისხვის ჯოხს ბოლო მოეღება.+
9 კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება, რადგან ღარიბს უნაწილებს თავის საჭმელს.+
10 გააძევე დამცინავი, რომ შეწყდეს შუღლი და სასამართლოში კამათსა და სირცხვილს ბოლო მოეღოს.+
11 სუფთა გულის მოყვარულს+ მადლიანი სიტყვის გამო მეფე ეყოლება მეგობრად.+
12 იეჰოვას თვალები ცოდნას იცავს,+ ვერაგთა სიტყვებს კი ანადგურებს.+
13 ზარმაცი ამბობს:+ გარეთ ლომია,+ შუა მოედანზე მომკლავსო!
14 უზნეო ქალის პირი ღრმა ორმოა.+ იეჰოვას მიერ შერისხული შიგ ჩავარდება.+
15 ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს;+ აღზრდისას* ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას.+
16 ვინც საწყალს სძალავს, თვითონ რომ დაიგროვოს,+ და ისიც, ვინც მდიდარს აძლევს, სიდუხჭირეში იქნებიან.+
17 ყური მიაპყარი ბრძენთა სიტყვებს და მოისმინე,+ რომ გული დაუდო ჩემს ცოდნას.+ 18 სიამოვნებას მოგგვრის, თუ შენში ღრმად შეინახავ მათ,+ რათა მზად გქონდეს ისინი ბაგეებზე.+
19 ცოდნა მოგეცი შენ დღეს, რათა იეჰოვაზე დაამყარო იმედი.+
20 განა აქამდეც არ მოგწერე რჩევითა და ცოდნით,+ 21 ჭეშმარიტი სიტყვების ჭეშმარიტება რომ დამენახვებინა შენთვის, რათა ჭეშმარიტი სიტყვები დაგებრუნებინა შენი გამომგზავნელისთვის?!+
22 ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია,+ და ნუ დაჩაგრავ საწყალს კარიბჭესთან;+ 23 ვინაიდან თვით იეჰოვა განიხილავს მათ საქმეს+ და გაძარცვავს მათ მძარცველთა სულებს.+
24 ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება,+ და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, 25 რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო.+
26 ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს ხელზე დაჰკრავს+ და ვინც სხვებს თავდებად უდგება სესხის აღებისას.+ 27 რატომ უნდა გამოგაცალონ საწოლი, თუ გადახდის თავი არა გაქვს?
28 ნუ გადასწევ მიჯნას, რომელიც დიდი ხნის წინათ დაადგინა შენმა მამა-პაპამ.+
29 გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე.+