იგავები
31 მეფე ლემუელის სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა,+ დედამისის შეგონება:+
2 რას გეუბნები, ჩემო შვილო? რას გეუბნები, ჩემი მუცლის ნაყოფო?+ რას გეუბნები, ჩემი აღთქმის ძეო?+
3 ქალებს ნუ შეალევ შენს ძალ-ღონეს,+ ნურც შენს გზას შეალევ იმას, რაც ღუპავს მეფეებს.+
4 არ შეჰფერით მეფეებს, ლემუელ, არ შეჰფერით მეფეებს ღვინის სმა; არც უმაღლეს მოხელეებს შეჰფერით, იკითხონ, სად არის მათრობელი სასმელიო?+ 5 რომ არ დალიონ და არ დაივიწყონ, რაც დადგენილია, და არ დაამახინჯონ გაჭირვებულთა საქმე.+ 6 მიეცით მათრობელი სასმელი მას, ვისაც სიკვდილი ელის,+ ღვინო კი მას, ვინც სულგამწარებულია.+ 7 დალიოს კაცმა და დაივიწყოს თავისი სიღარიბე, ნუღარ გაიხსენებს თავის გასაჭირს.
8 ლაპარაკის უნარმოკლებულის სასარგებლოდ გახსენი პირი,+ სიკვდილის პირას მყოფთ გამოესარჩლე.+ 9 გახსენი ბაგე, სიმართლით განსაჯე და საწყლისა და ღარიბის საქმე განიხილე.+
א [ალეფ]
10 ვინ იპოვის მარჯვე ცოლს?+ მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი.
ב [ბეთ]
11 მასზეა მინდობილი მისი ქმრის* გული; არ აკლდება შემოსავალი.+
ג [გიმელ]
12 ასეთი ცოლი მთელი თავისი სიცოცხლე ყოველივე კარგით აჯილდოებს მას და არა ცუდით.+
ד [დელეთ]
13 ეძებს შალსა და სელს და ყველა საქმეს სიხარულით კიდებს ხელს.+
ה [ჰე ]
14 სავაჭრო ხომალდების+ მსგავსად შორიდან მოაქვს საკვები.
ו [ვავ]
15 ჯერ კიდევ ღამიანად დგება+ და ოჯახს საკვებს აძლევს, მოახლეებს კი — მათთვის განკუთვნილ წილს.+
ז [ზაინ]
16 ამოწმებს მინდორს და ყიდულობს;+ იმით, რაც თავისი ხელით მოუპოვებია, აშენებს ვენახს.+
ח [ხეთ]
17 წელზე ძალა აქვს შემოსარტყლული და მკლავები — გამაგრებული.+
ט [ტეთ]
18 გრძნობს, რომ კარგია მისი ნავაჭრი; მისი ლამპარი არ ქრება ღამით.+
י [ჲოდ]
19 ჯარასკენ იწვდის ხელს და ხელში თითისტარი უჭირავს.+
כ [ქაფ]
20 ხელი გაშლილი აქვს დაჩაგრულისთვის და ღარიბს ხელს უწვდის.+
ל [ლამედ]
21 თოვლის დროს თავისი ოჯახის გამო არ შიშობს, რადგან მთელ მის ოჯახს ორმაგი ტანსაცმელი აცვია.+
מ [მემ]
22 ფარდაგებს+ ქსოვს თავისთვის. მისი ტანსაცმელი სელისა და მოშინდისფრო შალისგანაა დამზადებული.+
נ [ნუნ]
23 მისი ქმარი+ ცნობილია კარიბჭეებთან,+ რადგან ქვეყნის უხუცესებთან ერთად ზის.
ס [სამეხ]
24 ის ტანსაცმელსაც ამზადებს+ და ყიდის, ქამრებს აძლევს ვაჭრებს.
ע [აინ]
25 ძალა და სიდიადეა მისი სამოსი+ და სიცილით ეგებება მომავალს.+
פ [ფე]
26 სიბრძნით ხსნის ბაგეს+ და სიკეთის* კანონია მის ენაზე.+
צ [ცადე]
27 თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და სიზარმაცის პურს არ ჭამს.+
ק [კოფ]
28 დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას,+ დგება მისი ქმარი და აქებს მას:+
ר [რეშ]
29 „მრავალმა ასულმა+ გამოიჩინა სიმარჯვე, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“.+
ש [შინ]
30 მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა+ იყოს, სილამაზე — ამაო,+ იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს.+
ת [თავ]
31 მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი+ და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი კარიბჭეებთან.+