ესაია
8 მითხრა იეჰოვამ: „აიღე შენთვის დიდი ფილა+ და დააწერე მოკვდავი კაცის კალმით: მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი*. 2 დაამოწმონ+ ჩემთვის ეს ერთგულმა მოწმეებმა+ — ურია მღვდელმა+ და ზაქარიამ, იებერექიას ძემ“.
3 დავწექი წინასწარმეტყველ ქალთან და დაორსულდა იგი. გავიდა დრო და შეეძინა ვაჟი.+ მაშინ მითხრა იეჰოვამ: «დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი, 4 რადგან სანამ ბავშვი იტყვის:+ „მამა!“ და „დედა!“ დამასკოს სიმდიდრესა და ნადავლს სამარიიდან ასურეთის მეფის თანდასწრებით წაიღებენ».+
5 კვლავ მელაპარაკა იეჰოვა: 6 „რაკი ამ ხალხმა უარყო+ შილოახის* მოწანწკარე წყლები+ და ხარობენ+ რეცინითა და რემალიას ძით,+ 7 ამიტომ, მიაქცევს იეჰოვა მათ წინააღმდეგ+ მდინარის* ძლიერ და უხვ წყალს+ — ასურეთის მეფესა+ და მთელ მის დიდებას.+ ის დაფარავს ყველა მის კალაპოტსა და ნაპირს 8 და გაივლის იუდაზე. ის დატბორავს და გადაუვლის მას,+ კისრამდე მისწვდება.+ მისი გაშლილი ფრთები+ მთელ სიგანეზე დაფარავს შენს ქვეყანას, ემანუელ*!“+
9 ავნეთ მათ, ხალხნო, და გაცამტვერდით. ყური დაუგდეთ ამას, დედამიწის შორეული მხარეების მკვიდრნო!+ სარტყელი შემოირტყით+ და გაცამტვერდით!+ სარტყელი შემოირტყით და გაცამტვერდით! 10 დასახეთ გეგმა! ჩაგეშლებათ.+ სიტყვა თქვით! არ შესრულდება, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.+ 11 ამ ხალხის გზიდან რომ მოვებრუნებინე, იეჰოვამ თავისი ხელის სიძლიერით მითხრა: 12 „ნუ იტყვით: შეთქმულებააო იმაზე, რაზეც ხალხი იძახის, შეთქმულებააო.+ ნუ შეგაშინებთ ის, რისიც მათ ეშინიათ, და ნუ აკანკალდებით.+ 13 ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად,+ მისი უნდა გეშინოდეთ+ და მის წინაშე უნდა ძრწოდეთ“.+
14 ის იქნება წმინდა ადგილივით.+ ის იქნება ფეხის წამოსაკრავი ქვასავით და დაბრკოლების კლდესავით+ ისრაელის ორივე სახლისთვის, ხაფანგივით და მახესავით — იერუსალიმის მკვიდრთათვის.+ 15 ბევრი მათგანი დაბრკოლდება, დაეცემა და დაიმტვრევა, მახეში გაებმება და დაჭერილი იქნება.+
16 დაგრაგნე მოწმობა+ და ჩემი მოწაფეების თანდასწრებით ბეჭედი დაასვი კანონს!+ 17 დაველოდები იეჰოვას,+ რომელიც სახეს მალავს იაკობის სახლისგან,+ და მასზე დავამყარებ იმედს.+
18 აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა,+ ნიშნებად+ და სასწაულებად ვართ ისრაელში ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასაგან, რომელიც სიონის მთაზე მკვიდრობს.+
19 თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს+ ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ+ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?!+ განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!+ 20 კანონსა და მოწმობას მიმართეთ!+
ისინი ილაპარაკებენ ამ განაცხადის მიხედვით,+ მაგრამ განთიადის ნათელი არ ექნებათ.+ 21 ამ მიწაზე ყოველი გამვლელი გაწვალებული და მშიერი იქნება.+ შიმშილისა და სიბრაზის გამო დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს+ და მაღლა დაიწყებს ყურებას. 22 დახედავს მიწას და, აი, გაჭირვება, სიბნელე+ და ბინდი, მძიმე დრო და წყვდიადი, არანაირი სინათლე.+