ოსია
13 „როცა ეფრემი ლაპარაკობდა, შიშისგან კანკალებდნენ; მას გავლენა ჰქონდა ისრაელში,+ მაგრამ დააშავა ბაალის+ გამო და მოკვდა.+ 2 ახლა კი უფრო მეტად სცოდავენ, ვერცხლისგან ჩამოსხმულ ქანდაკებას+ იკეთებენ, კერპებს — თავიანთი გაგებით;+ ყველაფერი ხელოსნების ნახელავია.+ მათ ეუბნებიან: მსხვერპლის შემწირველებმა ხბოებს აკოცონო.+ 3 ამიტომ, ისინი დაემსგავსებიან დილის ღრუბლებს+ და ნამს, რომელიც მალევე ქრება; დაემსგავსებიან კალოდან ატაცებულ ბზეს+ და საკვამლედან ასულ კვამლს.
4 მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ ეგვიპტიდან მოყოლებული,+ არ იცნობდით ჩემ გარდა სხვა ღმერთს; ჩემ გარდა არავინ იყო მხსნელი.+ 5 გიცნობდი უდაბნოში,+ ციებ-ცხელების მიწაზე.+ 6 თავიანთ საძოვარზე გაძღნენ,+ გაძღნენ და გადიდგულდნენ;+ ამიტომაც დამივიწყეს.+ 7 ლომივით ვიქნები მათთვის;+ ჯიქივით ჩავუსაფრდები გზაზე;+ 8 ბელებდაკარგული დათვივით+ შევხვდები მათ და გავუგლეჯ გულისფიცარს; ვშთანთქავ ლომივით.+ მინდვრის მხეცი დაფლეთს მათ.+ 9 ის მოგსპობს,+ ისრაელო, რადგან შენი საქმეები ჩემ წინააღმდეგ, შენი მშველელის წინააღმდეგ იყო მიმართული.+
10 სად არის შენი მეფე, რომ დაგიცვას ყველა შენს ქალაქში?+ სად არიან შენი მსაჯულები, რომლებზეც მეუბნებოდი, მომეცი მეფე და მთავრებიო?+ 11 რისხვით მოგეცი მეფე+ და მრისხანებით წაგართმევ მას.+
12 შეფუთულია ეფრემის დანაშაული, შენახულია მისი ცოდვა.+ 13 მშობიარე ქალის ტკივილები დაეწყება მას.+ ის არ არის ბრძენი ვაჟი,+ რადგან თავის დროზე არ გამოვა საშვილოსნოდან, როგორც ვაჟები გამოდიან ხოლმე.+
14 სამარის* ხელიდან გამოვისყიდი მათ,+ სიკვდილისგან დავიხსნი.+ სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო?+ სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?+ დაიმალება სიბრალული ჩემი თვალებიდან.+
15 თუ ის ლერწმის ვაჟივით ინაყოფიერებს,+ აღმოსავლეთის ქარი, იეჰოვას ქარი ამოვარდება. უდაბნოდან მოდის ის;+ ამოაშრობს მის ჭას და დააშრობს მის წყაროს.+ ის გაძარცვავს ყველა ძვირფასი ნივთის საგანძურს.+
16 სამარია დამნაშავედ ჩაითვლება,+ რადგან ეურჩება თავის ღმერთს.+ მახვილით დაეცემიან ისინი.+ შეიმუსრებიან მათი შვილები+ და გაიფატრებიან ორსული ქალები“.+