ოსია
მაგრამ ბაალის+ გამო ბრალი დაედო და მოკვდა.
2 ცოდვას ცოდვას უმატებენ;
ვერცხლის ქანდაკებებს აკეთებენ;+
ოსტატურად ამზადებენ კერპებს, ყველა მათგანი ხელოსნის ნახელავია.
მათ ეუბნებიან, შემწირველებმა ხბოებს აკოცონო.+
3 ამიტომ ისინი დილის ღრუბელს დაემსგავსებიან,
ნამს, რომელიც მალევე ქრება;
დაემსგავსებიან კალოდან ატაცებულ ბზეს
და საკვამურიდან ასულ კვამლს.
4 ეგვიპტიდან მოყოლებული მე ვარ შენი ღმერთი, იეჰოვა,+
ჩემ გარდა სხვა ღმერთს არ იცნობდი;
ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+
5 ვზრუნავდი შენზე უდაბნოში,+ გვალვიან მიწაზე.
ამიტომაც დამივიწყეს.+
8 ბელებდაკარგული დათვივით გადავეყრები
და გულისფიცარს გავუგლეჯ;
ვშთანთქავ ლომივით.
მინდვრის მხეცი დაფლეთს მათ.
9 ის მოგსპობს, ისრაელო,
რადგან მე, შენს მშველელს, დამიპირისპირდი.
10 სად არის შენი მეფე, რომ დაგიხსნას ყველა შენს ქალაქში?!+
სად არიან შენი მმართველები, რომლებზეც მეუბნებოდი,
დამიყენე მეფე და მთავრებიო?!+
12 შეფუთულია ეფრემის დანაშაული,
შენახულია მისი ცოდვა.
13 მშობიარობის ტკივილები დაეწყება მას.
უგუნური შვილია ის;
მისი შობის დრო რომ დადგება, არ გამოვა.
სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?!+
სამარევ, სად არის შენი გამანადგურებელი ძალა?!+
აღარ შეგიბრალებ.
15 ლერწამივითაც რომ აყვავდეს,
დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, იეჰოვას ქარი,
უდაბნოდან დაუბერავს, რომ ამოაშროს მისი ჭა და დააშროს მისი წყარო.
ის გაძარცვავს მის საგანძურს.+