ლევიანები
12 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ქალი დაორსულდა+ და ბიჭი გააჩინა, შვიდ დღეს უწმინდური იქნება. ისევე იქნება უწმინდური,+ როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. 3 მერვე დღეს ვაჟს ჩუჩა უნდა დაცვითონ.+ 4 კიდევ ოცდაცამეტ დღეს გაგრძელდეს ქალის სისხლისგან განწმენდა. წმინდას არაფერს შეეხოს და არ მივიდეს წმინდა ადგილზე განწმენდის დღეების დასრულებამდე.+
5 თუ გოგოს გააჩენს, უწმინდური იქნება თოთხმეტ დღეს, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. კიდევ სამოცდაექვსი დღე გაგრძელდეს სისხლისგან განწმენდა. 6 განწმენდის დღეების დასასრულს, იქნება ეს ბიჭის თუ გოგოს გამო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს მიუყვანოს ერთი წლის მამალი ცხვარი დასაწვავ შესაწირავად+ და მტრედის ხუნდი ან გვრიტი+ ცოდვის შესაწირავად. 7 მიიყვანოს ის იეჰოვას წინაშე, მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს და განიწმინდება ქალი სისხლდენისგან.+ ეს არის კანონი ქალზე, რომელიც ბიჭს ან გოგოს გააჩენს. 8 მაგრამ თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი,+ ერთი დასაწვავ შესაწირავად და მეორე — ცოდვის შესაწირავად, მღვდელი გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს მისთვის და ისიც განიწმინდება“.