ლევიანები
17 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს: აი რა ბრძანა იეჰოვამ:
3 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს ხარს, მამალ თოხლს ან თხას 4 და არ მიიტანს იეჰოვასთვის შესაწირავად იეჰოვას კარვის წინ შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ სისხლის ღვრაში იქნება დამნაშავე; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+ 5 რათა ისრაელის ძეებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში კლავენ,+ მიიტანონ იეჰოვას წინაშე, მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ და იეჰოვას შესწირონ მშვიდობის მსხვერპლად.+ 6 დაასხუროს მღვდელმა სისხლი იეჰოვას სამსხვერპლოზე+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და ააბოლოს ქონი,+ როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 7 აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ დემონებს*,+ რომლებთანაც გარყვნილებას სჩადიან.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
8 ასე უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შესწირავს დასაწვავ შესაწირავს+ ან მსხვერპლს 9 და არ მიიტანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად,+ ის უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+
10 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შეჭამს სისხლს,+ მივაქცევ ჩემს სახეს იმის* წინააღმდეგ,+ ვინც სისხლს შეჭამს, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან; 11 ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია;+ მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი+ თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს+ შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სულით, რომელიც მასშია. 12 ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არც ერთმა თქვენგანმა და არც ერთმა თქვენ შორის+ მცხოვრებმა ხიზანმა არ ჭამოს სისხლი.+
13 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი ნადირობისას დაიჭერს მხეცს ან ფრინველს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მტვრით დაფაროს;+ 14 ვინაიდან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია იმ სულის გამო, რომელიც მასშია. ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია;+ ვინც მას შეჭამს, მოიკვეთება.+ 15 ნებისმიერმა, იქნება ის მკვიდრი თუ ხიზანი, რომელიც შეჭამს ლეშს ან მხეცისგან დაგლეჯილს,+ უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება;+ ამის შემდეგ განიწმინდება. 16 თუ არ გაირეცხავს ტანსაცმელს და არ დაიბანს სხეულს, პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე“.+