ლევიანები
8 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „წაიყვანე აარონი და მისი ვაჟები,+ ცოდვის შესაწირავი ხარი+ და ორი ვერძი, წაიღე ტანსაცმელი,+ საცხები ზეთი+ და ერთი კალათა უფუარი პური,+ 3 და შეკრიბე+ მთელი კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან“.+
4 მოსეც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და შეიკრიბა კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 5 მიმართა მოსემ კრებულს: „ამის გაკეთებას გიბრძანებთ იეჰოვა“.+ 6 მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ვაჟები და წყლით+ დაბანა;+ 7 ჩააცვა გრძელი სამოსელი,+ შემოარტყა სარტყელი,+ მოასხა მოსასხამი,+ ჩააცვა ეფოდი,+ შემოარტყა ეფოდის სარტყელი+ და შეუკრა; 8 დაუმაგრა სამკერდე+ და სამკერდეში ურიმი და თუმიმი*+ ჩაუდო; 9 დაახურა თავსაბურავი+ და წინიდან მასზე ოქროს ბზინვარე ფირფიტა მიამაგრა — მიძღვნის წმინდა ნიშანი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
10 აიღო მოსემ საცხები ზეთი, სცხო კარავს+ და ყველაფერს, რაც შიგნით იყო, და განწმინდა ისინი. 11 შემდეგ შვიდჯერ მოასხურა ის სამსხვერპლოს და სცხო სამსხვერპლოსა+ და მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს, რათა განეწმინდა. 12 ბოლოს საცხები ზეთი აარონს დაასხა თავზე და სცხო მას, რათა განეწმინდა.+
13 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები+ და ჩააცვა გრძელი სამოსელი, შემოარტყა სარტყელი+ და შემოახვია ჩალმა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
14 მიიყვანა ცოდვის შესაწირავი ხარი,+ რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს,+ 15 დაკლა+ ის მოსემ, აიღო სისხლი+ და თითით წაუსვა სამსხვერპლოს რქებს ყველა მხრიდან და განწმინდა სამსხვერპლო ცოდვისგან, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა, რათა განეწმინდა ის და ზედ გამოსყიდვის წესი შეესრულებინა.+ 16 აიღო მოსემ ნაწლავების მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და სამსხვერპლოზე ააბოლა,+ 17 ხოლო ხარი, მისი ტყავი, ხორცი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
18 მიიყვანა მან დასაწვავ შესაწირავად ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 19 დაკლა ის მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა.+ 20 დაჭრა+ მოსემ ვერძი და ააბოლა მისი თავი, ნაჭრები და ქონი. 21 მოსემ ნაწლავები და კიდურები წყლით გარეცხა და მთელი ვერძი სამსხვერპლოზე ააბოლა.+ ეს იყო დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
22 მიიყვანა მეორე ვერძიც, დანიშვნის+ ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს. 23 დაკლა ის მოსემ, აიღო სისხლი და წაუსვა აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე.+ 24 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები და მათაც წაუსვა სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა.+
25 აიღო მან ქონი, დუმა, მთელი ქონი ნაწლავებიდან,+ ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და მარჯვენა ბარკალი.+ 26 უფუარი პურის კალათიდან, რომელიც იეჰოვას წინაშე იყო, აიღო მან ერთი რგოლისებური უფუარი კვერი,+ ერთი რგოლისებური ზეთიანი კვერი+ და ერთიც უფუარი კვერი+ და დააწყო ქონზე და მარჯვენა ბარკალზე. 27 ეს ყველაფერი აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაუწყო და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 28 შემდეგ აიღო მოსემ ისინი მათი ხელიდან და ააბოლა სამსხვერპლოზე დადებულ დასაწვავ შესაწირავზე.+ ეს იყო დანიშვნის მსხვერპლი+ დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+
29 აიღო მოსემ მკერდი+ და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ ეს იყო მოსეს წილი+ დანიშვნის ვერძიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
30 აიღო მოსემ საცხები ზეთი+ და სისხლი სამსხვერპლოდან და შეასხურა აარონსა და მის ტანსაცმელს, მის ვაჟებსა და მათ ტანსაცმელს; ასე განწმინდა+ მან აარონი და მისი ტანსაცმელი, მისი ვაჟები და მათი ტანსაცმელი.+
31 უთხრა მოსემ აარონსა და მის ვაჟებს: „მოხარშეთ+ ხორცი შეხვედრის კარვის შესასვლელთან. იქ ჭამეთ+ ხორცი და პური, რომელიც დანიშვნის კალათაშია, როგორც მომეცა ბრძანება, რომ აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა ჭამონ. 32 დარჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.+ 33 არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს შვიდ დღეს,+ სანამ არ დასრულდება თქვენი დანიშვნის დღეები, რადგან შვიდ დღეში აივსება თქვენი ხელი ძალაუფლებით.+ 34 დღეს ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 35 იყავით შეხვედრის კარვის შესასვლელთან შვიდ დღე-ღამეს+ და დაიცავით იეჰოვას მიერ დადგენილი სავალდებულო გუშაგობა,+ რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები“.
36 ყველაფერი გააკეთეს აარონმა და მისმა ვაჟებმა, რაც იეჰოვას მოსეს პირით ჰქონდა ნაბრძანები.