ზაქარია
5 კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, მფრინავი გრაგნილი დავინახე.+ 2 მან მკითხა: რას ხედავო?+
მივუგე: „ვხედავ მფრინავ გრაგნილს, რომელიც სიგრძით ოცი წყრთაა და სიგანით — ათი წყრთა“.
3 მან მითხრა: «ეს წყევლაა, რომელიც მთელ დედამიწას გადაუვლის,+ რადგან, ვინც ქურდობს,+ როგორც მის ერთ მხარეზეა დაწერილი, არავინ დასჯილა; ვინც ფიცს დებს,+ როგორც მის მეორე მხარეზეა+ დაწერილი, არავინ დასჯილა. 4 „მე გამოვიხმე ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — ის შევა ქურდის სახლში და ჩემი სახელით ცრუდ დამფიცებლის სახლში;+ დარჩება მის სახლში და გაანადგურებს იქაურობას მისი ხის ძელებიანად და ქვებიანად“».+
5 მაშინ ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიახლოვდა და მითხრა: „აღაპყარი თვალი და ნახე, რა მოდის“.
6 ვკითხე, ეს რა არის-მეთქი?
მან მომიგო: „ეს ეფის საწყაო მოდის“. კვლავ მითხრა: „ასე გამოიყურებიან ისინი მთელ დედამიწაზე“. 7 აი, აიხადა ტყვიის მრგვალი თავსახური და ქალი იჯდა ეფის საწყაოში. 8 მან თქვა: „ეს ბოროტებაა“. უკან ჩააგდო ქალი ეფის+ საწყაოში და საწყაოს თავზე ტყვიის ზოდი დააფარა.
9 ავაპყარი თვალი და დავინახე, რომ ორი ქალი გვიახლოვდებოდა; ქარი იყო მათ ფრთებში, მათი ფრთები ყარყატის ფრთებს ჰგავდა. მათ მიწასა და ცას შორის ასწიეს ეფის საწყაო. 10 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: სად მიაქვთ-მეთქი ეფის საწყაო?
11 მან მომიგო: „შინარის+ მიწაზე, რომ აუშენონ+ იმ ქალს სახლი. ის დაფუძნდება, ქალს კი იქ, თავის ადგილზე დასვამენ“.