რიცხვები
34 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: შედიხართ ქანაანის მიწაზე.+ მემკვიდრეობად+ გერგებათ ქანაანის მიწა თავისი საზღვრებით.+
3 თქვენი იქნება სამხრეთი მხარე ცინის უდაბნოდან ედომის+ გაყოლებაზე; სამხრეთით თქვენი საზღვარი იქნება მარილოვანი ზღვიდან+ აღმოსავლეთით. 4 საზღვარი გაგრძელდება აკრაბიმის+ მაღლობის სამხრეთით ცინის უდაბნოსკენ და კადეშ-ბარნეას+ სამხრეთით დამთავრდება, იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონს ჩაუვლის. 5 აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ+ გაგრძელდება და ზღვასთან* დამთავრდება.+
6 დასავლეთ საზღვრად+ დიდი ზღვა და სანაპირო იქნება. ეს იქნება თქვენი საზღვარი დასავლეთით.
7 ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე*+ გაატარეთ საზღვარი. 8 ჰორის მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე გაატარეთ საზღვარი, რომელიც ცედადთან+ დამთავრდება. 9 საზღვარი ავა ზიფრონისკენ და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი საზღვარი ჩრდილოეთით.
10 აღმოსავლეთით საზღვარი ხაცარ-ენანიდან შეფამამდე გაატარეთ. 11 შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ* დაეშვება აინის აღმოსავლეთით. დაეშვება საზღვარი და მიადგება ქინერეთის+ ზღვის აღმოსავლეთ ფერდობს. 12 დაეშვება საზღვარი იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი მიწა+ და მისი საზღვრები“.
13 უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „ეს ის მიწაა, რომელსაც წილისყრით+ დაიმკვიდრებთ, რისი მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.+ 14 რეუბენელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით და გადელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო; მენაშეს ტომის ნახევარმაც უკვე მიიღო.+ 15 ორმა ტომმა და ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონთან, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+
16 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 17 „აი მათი სახელები, ვინც ხალხს მიწას დაუნაწილებს: ელეაზარ+ მღვდელი და იესო ნავეს ძე.+ 18 მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით.+ 19 მათი სახელებია: ქალებ იეფუნეს ძე+ იუდას+ ტომიდან; 20 შემუელი, ამიჰუდის ვაჟი, სიმონის+ ძეების ტომიდან; 21 ელიდადი, ქისლონის ვაჟი, ბენიამინის+ ტომიდან; 22 თავკაცი ბუკი, იოგლის ვაჟი, დანის+ ძეების ტომიდან; 23 თავკაცი ხანიელი, ეფოდის ვაჟი, იოსების+ ძეებიდან, მენაშეს+ ძეების ტომიდან, 24 და თავკაცი კემუელი, შიფტანის ვაჟი, ეფრემის+ ძეების ტომიდან; 25 თავკაცი ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი, ზებულონის+ ძეების ტომიდან; 26 თავკაცი ფალტიელი, აზანის ვაჟი, ისაქარის+ ძეების ტომიდან; 27 თავკაცი ახიჰუდი, შელომის ვაჟი, აშერის+ ძეების ტომიდან; 28 თავკაცი ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი, ნაფთალის+ ძეების ტომიდან“. 29 იეჰოვას ბრძანებით ისრაელის ძეებიდან ესენი უნდა დაუფლებოდნენ ქანაანის მიწას.+