რიცხვები
9 ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს+ უთხრა იეჰოვამ მოსეს სინას უდაბნოში: 2 „მოამზადონ ისრაელის ძეებმა საპასექო მსხვერპლი+ დანიშნულ დროს.+ 3 ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის*+ მოამზადეთ ის დანიშნულ დროს. ყველა წესისა და რიგის მიხედვით მოამზადეთ“.+
4 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს, რომ საპასექო მსხვერპლი მოემზადებინათ. 5 მათაც მოამზადეს საპასექო მსხვერპლი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის, სინას უდაბნოში. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+
6 იყვნენ ისეთები, რომლებიც ადამიანთა სულით* იყვნენ გაუწმინდურებულნი+ და არ შეეძლოთ იმ დღეს საპასექო მსხვერპლის მომზადება. ამიტომ მოსესთან და აარონთან მივიდნენ ისინი იმავე დღეს+ 7 და უთხრეს: „ჩვენ გაუწმინდურებულნი ვართ ადამიანის სულით, მაგრამ რატომ არ უნდა მივუტანოთ იეჰოვას შესაწირავი+ დანიშნულ დროს ისრაელის ძეებთან ერთად?“ 8 მოსემ უთხრა: „დამელოდეთ, გავიგებ, რას მიბრძანებს იეჰოვა თქვენზე“.+
9 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ რომელიმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავლობიდან ვინმე გაუწმინდურდება ვინმეს სულთან შეხებით+ ან შორ გზაზე იქნება წასული, მანაც უნდა მოამზადოს საპასექო მსხვერპლი იეჰოვასთვის. 11 მეორე თვის+ მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის უნდა მოამზადოს ის და ჭამოს უფუარ პურთან და მწარე ბალახთან ერთად.+ 12 დილამდე არაფერი დატოვოს;+ ძვლები არ დაუმტვრიოს.+ პასექის ყველა წესის დაცვით მოამზადოს ის.+ 13 მაგრამ თუ ვინმე წმინდა იყო და არც შორ გზაზე იყო წასული და არ მოამზადა საპასექო მსხვერპლი, ის* უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+ რადგან დანიშნულ დროს არ მიიტანა იეჰოვას შესაწირავი. ის პასუხს აგებს თავის ცოდვაზე.+
14 თუ შენთან ხიზანი ცხოვრობს, მანაც უნდა მოამზადოს იეჰოვას საპასექო მსხვერპლი+ პასექის წესისა და რიგის მიხედვით.+ ერთი წესი უნდა გქონდეთ როგორც ხიზნებს, ისე ადგილობრივ მკვიდრებს“.+
15 კარვის გაშლის დღეს+ ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარავი+ და საღამოდან დილამდე ცეცხლი+ ჩანდა კარვის თავზე. 16 ყოველთვის ასე ხდებოდა: დღისით ღრუბელი ფარავდა კარავს, ღამით კი რაღაც ცეცხლის მსგავსი ჩანდა მასზე.+ 17 როცა ღრუბელი კარვიდან მაღლა იწეოდა, ისრაელის ძეებიც იძვრებოდნენ,+ და სადაც ღრუბელი ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც იქ ბანაკდებოდნენ.+ 18 ისრაელის ძეები იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ.+ იმ დღეებში, როცა ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისინი დაბანაკებულები იყვნენ. 19 თუ ღრუბელი კარვის თავზე დიდი ხნით ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ იეჰოვას წინაშე და არ იძვრებოდნენ.+ 20 ზოგჯერ ღრუბელი რამდენიმე დღე ჩერდებოდა კარვის თავზე. ისინი იეჰოვას ბრძანებაზე+ ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. 21 ზოგჯერ ღრუბელი+ საღამოდან დილამდე რჩებოდა, დილით მაღლა იწეოდა და ისინიც იძვრებოდნენ. დღე იყო თუ ღამე, როცა ღრუბელი მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 22 იქნებოდა ორი დღე, ერთი თვე თუ უფრო მეტი, სანამ ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისრაელის ძეებიც დაბანაკებულები იყვნენ და არ იძვრებოდნენ. როცა ის მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 23 იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. ასრულებდნენ ისინი იეჰოვას წინაშე იეჰოვას ბრძანებითა+ და მოსეს მეშვეობით მიღებულ თავიანთ ვალდებულებას.+