მათე
7 «ნუღარ გაასამართლებთ,+ რომ არც თქვენ გასამართლდეთ, 2 რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ,+ იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.+ 3 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?+ 4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?+ 5 თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.
6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს,+ ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ,+ მერე თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
7 ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ+ და გაგეღებათ, 8 რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 9 რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას,+ თუ ის პურსა სთხოვს? 10 ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? 11 ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები,+ აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ,+ ვინც სთხოვს!
12 ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები,+ თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი.+
13 შედით ვიწრო ჭიშკრით,+ რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; 14 ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას.+
15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,+ რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან,+ შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან.+ 16 მათ მათივე ნაყოფით იცნობთ.+ განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?+ 17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.+ 18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს. 19 ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.+ 20 ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.+
21 ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს+ ჩემი ზეციერი მამის ნებას.+ 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო,+ განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“+ 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ!+ გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!+
24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.+ 25 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს+ მათ, ჰგავს უგუნურ კაცს,+ რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს.+ ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა».+
28 როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული+ იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, 29 რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე+ და არა როგორც მათი მწიგნობრები.