კანონი
18 «მღვდლებს, ლევიანებს, ლევის მთელ ტომს, არც წილი და არც სამკვიდრო არ უნდა ჰქონდეთ ისრაელში.+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, მისი წილი უნდა ჭამონ.+ 2 არ უნდა ჰქონდეს მას სამკვიდრო თავის ძმებს შორის. იეჰოვაა მისი სამკვიდრო,+ როგორც უთხრა კიდეც მას.
3 აი რა ეკუთვნით მღვდლებს ხალხისგან, იმათგან, ვინც სწირავს მსხვერპლს, ხარს ან ცხვარს — შემწირველმა მღვდელს უნდა მისცეს ბეჭი, ყბა და კუჭი; 4 მიეცი მას მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის პირველი ნაყოფი და შენი ფარის პირველი მატყლი.+ 5 ის ამოირჩია იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ყველა შენი ტომიდან, რათა ყოველთვის იდგნენ და იმსახურონ იეჰოვას სახელით, მან და მისმა ვაჟებმა.+
6 თუ გავა ლევიანი ისრაელის რომელიმე ქალაქიდან, სადაც ცხოვრობდა,+ და თავისი სულის სურვილით მივა იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს,+ 7 იმსახუროს იეჰოვას, შენი ღვთის სახელით თავისი ძმების, ლევიანების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას წინაშე დგანან.+ 8 თანაბარი წილი ჭამოს+ იმის გარდა, რასაც მამაპაპეული ქონების გაყიდვით მიიღებს.
9 როცა შეხვალ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხებისგან სისაძაგლის კეთება.+ 10 არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი,+ არც მკითხავი,+ არც ჯადოქარი,+ მისანი,+ არც გრძნეული,+ 11 არც ჯადოს გამკეთებელი,+ არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს+ ან მარჩიელს,+ და არც მკვდართა გამომკითხველი.+ 12 ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი.+ 13 უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+
14 ის ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, ჯადოქრებსა+ და მკითხავებს უსმენენ;+ შენთვის კი ამის უფლება არ მოუცია იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 15 იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ+ — 16 იმაზე პასუხად, რაც იეჰოვას, შენს ღმერთს სთხოვე ხორებთან შეკრების დღეს,+ ნუღარ მომასმენინებ იეჰოვას, ჩემი ღვთის ხმას, და ნუღარ დამანახვებ ამ დიდებულ ცეცხლს, რომ არ მოვკვდეო.+ 17 იეჰოვამ მითხრა: „კარგი გააკეთეს, ეს რომ თქვეს.+ 18 მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან,+ ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს+ და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ.+ 19 ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, მე თვითონ მოვკითხავ პასუხს.+
20 მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები+ ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს,+ ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.+ 21 თუ იკითხავ შენს გულში, საიდან გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო?+ 22 თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და ნათქვამი სიტყვა არ ასრულდება, არ ახდება, იეჰოვას არ უთქვამს ის სიტყვა. კადნიერებით ულაპარაკია იმ წინასწარმეტყველს.+ არ შეგეშინდეს მისი“».+