კანონი
7 „როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ,+ მოგაშორებს მრავალრიცხოვან ერებს:+ ხეთელებს,+ გირგაშელებს,+ ამორეველებს,+ ქანაანელებს,+ ფერიზელებს,+ ხიველებსა+ და იებუსელებს,+ შვიდ ერს, რომლებიც შენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერები არიან.+ 2 იეჰოვა, შენი ღმერთი ხელში ჩაგიგდებს მათ და დაამარცხებ.+ გაანადგურე+ ისინი, არ დადო მათთან არანაირი შეთანხმება, წყალობა არ უყო მათ;+ 3 არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული,+ 4 რადგან ჩამომაშორებს ის შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას.+ აენთება შენზე იეჰოვას რისხვა და მყისვე გაგანადგურებს.+
5 ასე გააკეთეთ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები,+ დაამტვრიეთ მათი წმინდა სვეტები,+ აჩეხეთ+ მათი წმინდა ბოძები+ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებები.+ 6 წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის.+ თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის.+
7 იეჰოვამ იმიტომ კი არ შეგიყვარათ და იმიტომ კი არ აგირჩიათ, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანნი იყავით;+ თქვენ ხომ ხალხებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანნი იყავით.+ 8 თქვენდამი სიყვარულისა+ და თქვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის გამო გააკეთა ეს იეჰოვამ;+ ძლიერი ხელით გამოგიყვანათ იეჰოვამ,+ რომ გამოესყიდეთ მონობის სახლიდან,+ ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან. 9 კარგად იცით, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთია,+ ერთგული ღმერთი,+ რომელიც მეათასე თაობამდე ასრულებს შეთანხმებას+ და სიკეთეს* ავლენს მათთვის, ვისაც უყვარს ის და ვინც იცავს მის მცნებებს,+ 10 თავის მოძულეს კი დაუპირისპირდება და გაანადგურებს,+ არ შეყოვნდება, დაუპირისპირდება მას. 11 შეასრულეთ და დაიცავით მცნებები, წესები და სამართალი, რომლებიც დღეს გიბრძანეთ.+
12 როცა მოუსმენთ ამ სამართალს, აღასრულებთ და დაიცავთ,+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი შეგისრულებთ შეთანხმებას+ და გამოავლენს სიკეთეს*, რაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 13 შეგიყვარებთ, გაკურთხებთ+ და გაგამრავლებთ;+ აკურთხებს თქვენი მუცლისა+ და თქვენი მიწის ნაყოფს,+ თქვენს ხორბალს, ახალ ღვინოს, ზეთს, ხბოებს, თქვენი ფარის მონაგებს,+ იმ მიწაზე, რომლის თქვენთვის მოცემაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 14 ხალხებს შორის ყველაზე კურთხეული იქნებით.+ თქვენ შორის და თქვენს შინაურ ცხოველებს შორის არც მდედრი იქნება უნაყოფო და არც მამრი.+ 15 მოგაშორებთ იეჰოვა ყველანაირ ავადმყოფობას; არც ერთ სნეულებას, რომლებიც ეგვიპტიდან იცით,+ არ დაგატეხთ თავს; მათ თქვენს მოძულეებს დაატეხს. 16 უნდა შთანთქათ ყველა ხალხი, რომელთაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გიგდებთ ხელში;+ არ შეებრალოს თქვენს თვალს ისინი.+ არ ემსახუროთ მათ ღმერთებს,+ რადგან ეს ხაფანგად გექცევათ.+
17 თუ გულში იტყვი, ეს ხალხები მეტისმეტად მრავალრიცხოვანია და მე როგორ განვდევნიო,+ 18 ნუ შეუშინდები მათ.+ გახსოვდეს, რა დამართა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს,+ 19 დიდი განსაცდელები, რომლებიც შენი თვალით იხილე,+ ნიშნები, სასწაულები,+ ძლიერი ხელი+ და გაწვდილი მკლავი,+ რომლითაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა.+ იმავეს დამართებს იეჰოვა ყველა ხალხს, ვისიც გეშინია.+ 20 იეჰოვა, შენი ღმერთი შიშსაც მოჰგვრის+ მათ, სანამ არ განადგურდებიან ისინი, ვინც დარჩნენ+ და ვინც გემალებოდნენ. 21 ნუ შეძრწუნდები მათ გამო, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი, შენთანაა,+ დიდი და შიშის მომგვრელი ღმერთი.+
22 იეჰოვა, შენი ღმერთი, ნელ-ნელა განდევნის ამ ერებს შენგან.+ სწრაფად ვერ მოუღებ ბოლოს, რათა მხეცები არ გამრავლდნენ შენდა საზიანოდ. 23 ხელში ჩაგიგდებს მათ იეჰოვა, შენი ღმერთი; დიდად ააწიოკებს მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.+ 24 ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს+ და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში.+ წინ ვერავინ დაგიდგება,+ ყველას შემუსრავ.+ 25 ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებები.+ არ ისურვო ოქრო-ვერცხლი, რომელიც ზედა აქვთ,+ და არ წაიღო,+ რომ ხაფანგად არ გექცეს,+ რადგან სისაძაგლეა+ ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის. 26 არ შეიტანო სახლში არანაირი სისაძაგლე, რომ მასავით არ გახდე გასანადგურებელი. შეიზიზღე და შეიძულე ის,+ რადგან გასანადგურებელია“.+