კანონი
6 «ესენია მცნებები, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც თქვენთვის იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა ბრძანა,+ რომ შეასრულოთ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ, 2 რათა გეშინოდეთ+ იეჰოვასი, თქვენი ღვთის, და დაიცვათ მისი წესები და მცნებები, რომლებსაც მე გიბრძანებთ, თქვენც, თქვენმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც,+ მთელი თქვენი სიცოცხლე, რათა დღეგრძელები იყოთ.+ 3 მოისმინე, ისრაელო, და გულდასმით შეასრულე ისინი,+ რათა ხელი მოგემართოს+ და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა აღგითქვა.+
4 მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა.+ 5 გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით,+ მთელი სულითა+ და მთელი ძალით.+ 6 გულში ჩაიბეჭდე სიტყვები,+ რომლებსაც დღეს გიბრძანებ; 7 ჩააგონე შენს ვაჟს+ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას+ და ადგომისას; 8 ხელზე შეიბი ნიშნად+ და შუბლზე გაიკეთე;+ 9 დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს.+
10 როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი მიწაზე, რაც შენს მამა-პაპას — აბრაამს, ისაკსა და იაკობს — დაუფიცა,+ რომ მოგცემდა დიდსა და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,+ 11 დოვლათით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, შეჭამ და გაძღები,+ 12 ფრთხილად იყავი, რომ არ დაივიწყო+ იეჰოვა, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა. 13 გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ მას ემსახურე+ და მისი სახელით დაიფიცე.+ 14 არ გაჰყვე სხვა ღმერთებს, შენი მეზობელი ხალხების არც ერთ ღმერთს,+ 15 რადგან იეჰოვა, შენ შუაგულში მყოფი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთია, რათა არ აენთოს შენზე იეჰოვას, შენი ღვთის რისხვა+ და არ მოგსპოს მიწის პირიდან.+
16 არ გამოსცადოთ იეჰოვა,+ თქვენი ღმერთი, როგორც მასასთან* გამოსცადეთ.+ 17 დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები,+ მისი მოწმობანი+ და წესები,+ რომლებიც მან ბრძანა.+ 18 ის გააკეთეთ, რაც სწორი და კარგია იეჰოვას თვალში, რათა ხელი მოგემართოთ,+ შეხვიდეთ მადლიან მიწაზე და დაეუფლოთ მას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ 19 და განდევნა ყველა თქვენი მტერი, როგორც აღთქმული ჰქონდა იეჰოვას.+
20 თუ გკითხავს შენი ვაჟი მომავალში,+ რას ნიშნავს ეს მოწმობანი, წესები და სამართალი, რაც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ბრძანაო, 21 უთხარი შენს ვაჟს: „ფარაონის მონები გავხდით ეგვიპტეში, მაგრამ იეჰოვამ ძლიერი ხელით+ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. 22 ჩვენ თვალწინ+ მოუვლინა იეჰოვამ ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლეულობას დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები.+ 23 გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა მიწა, რაზეც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 24 გვიბრძანა იეჰოვამ ყველა ამ წესის შესრულება,+ რომ ყოველთვის გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა ჩვენდა სასიკეთოდ,+ რათა ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.+ 25 სიმართლედ ჩაგვეთვლება,+ როცა გულდასმით შევასრულებთ ამ მცნებებს იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა“».+