ფილიპელები
2 ამიტომ, თუ არის რაიმე გამხნევება ქრისტეში,+ თუ არის სიყვარულით ნუგეში, სულთან მოზიარეობა,+ სათუთი გრძნობები+ და თანაგრძნობა, 2 შეავსეთ ჩემი სიხარული; გქონდეთ ერთი აზრი,+ ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი,+ 3 ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა+ და პატივმოყვარეობით,+ არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად,+ 4 და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ,+ არამედ სხვების კეთილდღეობაზეც.+
5 ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა.+ 6 თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი,+ ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა.+ 7 პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო+ და ადამიანის მსგავსი გახდა.+ 8 უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო,+ თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე,+ წამების ბოძზე* სიკვდილამდე.+ 9 ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა+ და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი,+ 10 რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის,+ 11 და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს,+ რომ იესო ქრისტე არის უფალი+ ღვთის, მამის სადიდებლად.+
12 ამიტომ, ჩემო საყვარლებო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი,+ არა მხოლოდ ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ, უფრო მეტად, ჩემი არყოფნისას, კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა+ და კანკალით, 13 რადგან ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ+ და მოქმედებდეთ კიდეც.+ 14 ყველაფერი დრტვინვისა+ და კამათის გარეშე აკეთეთ,+ 15 რათა ღვთის უმწიკვლო+ და უწყინარი შვილები+ იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში,+ რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში,+ 16 და მაგრად ჩაეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას,+ რათა ქრისტეს დღეს+ დიდად გავიხარო, რომ ფუჭად არ მირბენია და ფუჭად არ გავრჯილვარ.+ 17 თუ დასაღვრელი შესაწირავივით+ ვიღვრები მსხვერპლზე+ და ხალხისთვის მსახურებაზე, რომლებამდეც რწმენამ მიგიყვანათ,+ მიხარია და ვხარობ+ თქვენთან ერთად. 18 თქვენც გიხაროდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.+
19 მე კი იმედი მაქვს უფალ იესოში, რომ მალე გამოგიგზავნით ტიმოთეს, რათა თქვენს ამბებს რომ გავიგებ, გავიხარო.+ 20 არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს+ თქვენზე. 21 სხვა ყველა თავისას ეძებს+ და არა იმას, რაც ქრისტე იესოსია, 22 მაგრამ თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი, როგორც შვილი+ მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. 23 ამიტომ იმედი მაქვს, მას გამოგიგზავნით, როგორც კი გავიგებ, როგორ იქნება ჩემი საქმე. 24 დარწმუნებული ვარ უფალში, რომ მეც მალე მოვალ.+
25 საჭიროდ მივიჩნევ, გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტეც,+ ჩემი ძმა, თანამსახური+ და თანამებრძოლი,+ თქვენთვის დესპანი, ჩემთვის კი მსახური, 26 რადგან ძალიან სურს ყველა თქვენგანის ნახვა და წუხს, მისი ავადმყოფობა რომ შეიტყვეთ. 27 ის მართლა ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა,+ და მარტო ის კი არა, მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დამატებოდა. 28 ამიტომ ძალიან ვჩქარობ მის გამოგზავნას, რათა მისი ნახვით კვლავ გაიხაროთ და მეც მომაკლდეს დარდი. 29 მაშ, დიდი სიხარულით მიიღეთ+ იგი უფალში, როგორც მიღებულია, და დააფასეთ ასეთი ადამიანები,+ 30 რადგან უფლის საქმისთვის სიკვდილის პირამდე მივიდა, საფრთხეში ჩაიგდო სული,+ რათა შეევსო თქვენი არყოფნა, რის გამოც პირადად ვერ მემსახურებით.+