მსაჯულები
21 დაიფიცეს ისრაელებმა მიცფაში:+ „არც ერთმა ჩვენგანმა არ მივათხოვოთ ჩვენი ასულები ბენიამინელებს!“+ 2 მივიდა ხალხი ბეთელში,+ საღამომდე იქ ისხდა ჭეშმარიტი ღვთის+ წინაშე და დიდი ტირილით მოთქვამდა,+ 3 ამბობდნენ: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, რატომ მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რატომ გამოაკლდა დღეს ისრაელს ერთი ტომი?“+ 4 მეორე დღეს ხალხი დილაადრიან ადგა; ააშენეს სამსხვერპლო და შესწირეს ზედ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის შესაწირავი.+
5 თქვეს ისრაელის ძეებმა: „ვინ არ მოვიდა ისრაელის ტომთაგან იეჰოვას კრებულში? დიდი ფიცია+ დადებული, ვინც არ ამოვა მიცფაში იეჰოვასთან, უნდა მოკვდესო“.+ 6 ებრალებოდათ ისრაელის ძეებს ბენიამინი, თავიანთი ძმა, ამბობდნენ: „დღეს ისრაელს ერთი ტომი მოეკვეთა. 7 როგორ მოვექცეთ გადარჩენილებს? ჩვენ ხომ შევფიცეთ+ იეჰოვას, რომ მათ არ მივათხოვებდით ჩვენს ასულებს?“+
8 თქვეს: „ვინ არ ამოვიდა ისრაელის ტომთაგან მიცფაში+ იეჰოვასთან?“ იაბეშ-გალაადიდან+ არავინ იყო ასული კრებულში. 9 აღირიცხა ხალხი და მათ შორის არავინ აღმოჩნდა იაბეშ-გალაადის მკვიდრი. 10 გაგზავნა კრებულმა თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი და უბრძანა: „წადით და მახვილით დახოცეთ იაბეშ-გალაადის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.+ 11 ასე მოიქეცით: ამოწყვიტეთ ყველა კაცი და კაცთან ნაწოლი ყველა ქალი!“+ 12 ნახეს იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთა შორის ოთხასი ქალწული,+ რომლებიც კაცთან არ წოლილან, და ქანაანში, შილოს+ ბანაკში მიიყვანეს.
13 გაუგზავნა კრებულმა კაცები რიმონის კლდეზე+ მცხოვრებ ბენიამინის ძეებს და მშვიდობა შესთავაზა. 14 მაშინ დაბრუნდნენ ბენიამინელები და მისცეს მათ იაბეშ-გალაადში+ ცოცხლად დარჩენილი ქალები, მაგრამ ყველას არ შეხვდა.+ 15 შეებრალა ხალხს ბენიამინი,+ რადგან განხეთქილება ჩამოაგდო იეჰოვამ ისრაელის ტომებს შორის. 16 ბოლოს კრებულის უხუცესებმა თქვეს: „გაწყდნენ ბენიამინში ქალები, და რაღა ვუყოთ უცოლოდ დარჩენილებს?“ 17 თქვეს: „მემკვიდრეობა უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს,+ რომ არ მოისპოს ტომი ისრაელიდან. 18 ჩვენ ვერ მივათხოვებთ მათ ჩვენს ასულებს, რადგან დაიფიცეს ისრაელის ძეებმა, წყეული იყოს, ვინც ბენიამინს ასულს მიათხოვებსო“.+
19 ბოლოს თქვეს: „ყოველწლიურად იეჰოვასთვის დღესასწაული იმართება შილოში,+ ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემში+ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონის სამხრეთით“. 20 უბრძანეს ბენიამინის ძეებს: «წადით, ვენახებში ჩასაფრდით 21 და თვალი გეჭიროთ, როცა შილოელი ასულები საცეკვაოდ+ გამოვლენ, თქვენც გამოდით ვენახებიდან, თითოეულმა მოიტაცეთ შილოელი ასული საცოლედ, და წადით ბენიამინის მიწაზე. 22 თუ გვიჩივლებენ მათი მამები ან ძმები, ჩვენ ვეტყვით: „გაგვიგეთ მათი გულისთვის, რადგან ომით ყველასთვის არ მოგვიყვანია ცოლი,+ და თქვენ რომ ნებით მიგეცათ, დამნაშავეები იქნებოდით“».+
23 ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძეები. მოიტაცეს მოცეკვავე ქალები+ და ცოლად წაიყვანეს. წავიდნენ თავიანთ სამკვიდროში, აიშენეს ქალაქები+ და იქ დასახლდნენ.
24 წავიდ-წამოვიდნენ ისრაელის ძეები თავ-თავიანთ ტომებსა და საგვარეულოებში; ყველა თავის სამკვიდროში წავიდა.+
25 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+