მატიანე — წიგნი პირველი
23 მოხუცდა დავითი და მოახლოვდა მისი აღსასრული. მან თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.+ 2 შეკრიბა ისრაელის მთავრები, მღვდლები+ და ლევიანები.+ 3 ლევიანები 30 წლის ასაკიდან აღირიცხნენ;+ აღრიცხული კაცების რიცხვმა 38 000 შეადგინა. 4 აქედან იეჰოვას სახლის საქმეს 24 000 კაცი უწევდა მეთვალყურეობას, 6 000 კი მთავარი და მოსამართლე იყო,+ 5 აღრიცხულთაგან 4 000 კარიბჭის მცველი+ იყო, 4 000 კი ხოტბას ასხამდა+ იეჰოვას იმ საკრავებით, რომლებზეც დავითმა თქვა, ღვთისთვის ხოტბის შესასხმელად გავაკეთეო.
6 დავითმა ისინი მათი წინაპრების, ლევის ძეების, გერშონის, კეჰათისა და მერარის,+ შტოების მიხედვით ჯგუფებად+ დაყო. 7 გერშონის ვაჟები იყვნენ: ლადანი და შიმეი. 8 ლადანის ვაჟები იყვნენ: მთავარი იეხიელი, ზეთამი და იოელი+ — სამნი. 9 შიმეის ვაჟები იყვნენ: შელომოთი, ხაზიელი და ჰარანი — სამნი. ესენი იყვნენ ლადანის შტოთა თავკაცები. 10 შიმეის ვაჟები იყვნენ: იახათი, ზინა, იეუში და ბერია. ეს ოთხნი იყვნენ შიმეის ვაჟები. 11 იახათი მთავარი იყო, ზიზა* კი — მეორე კაცი. იეუშსა და ბერიას ბევრი ვაჟი არ ჰყოლიათ, ამიტომ ისინი ერთ შტოდ ჩაითვალნენ და ერთი საქმე დაევალათ.
12 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი და უზიელი+ — ოთხნი. 13 ამრამის ვაჟები იყვნენ: აარონი+ და მოსე.+ აარონისა და მისი შთამომავლების მუდმივ მოვალეობაში შედიოდა:+ წმინდათაწმინდის განწმენდა, იეჰოვასთვის შესაწირავის შეწირვა, მისთვის მსახურების შესრულება და მისი სახელით ხალხის დალოცვა.+ 14 ღვთის კაცის, მოსეს, ვაჟები ლევიანთა ტომს მიაკუთვნეს. 15 მოსეს ვაჟები იყვნენ: გერშომი+ და ელიეზერი.+ 16 გერშომის ვაჟებიდან თავკაცი იყო შებუელი;+ 17 ელიეზერის შთამომავლებიდან თავკაცი იყო რეხაბია.+ ელიეზერს სხვა ვაჟები არ ჰყოლია, რეხაბიას კი ბევრი ვაჟი ჰყავდა. 18 იცჰარის+ ვაჟებიდან თავკაცი იყო შელომითი.+ 19 ხებრონის ვაჟები იყვნენ: თავკაცი იერია, მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი.+ 20 უზიელის ვაჟები+ იყვნენ: თავკაცი მიქა და იშია, მეორე კაცი.
21 მერარის ვაჟები იყვნენ: მახლი და მუში.+ მახლის ვაჟები იყვნენ: ელეაზარი და კიში. 22 ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ამიტომ ისინი კიშის ვაჟებმა, მათმა ბიძაშვილებმა, შეირთეს. 23 მუშის ვაჟები იყვნენ: მახლი, ედერი და იერემოთი — სამნი.
24 ესენი იყვნენ ლევის შთამომავლები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით, შტოთა თავკაცები, რომლებიც 20 წლიდან ზევით სახელებით აღირიცხნენ იეჰოვას ტაძარში საქმის შესასრულებლად. 25 ასე ჰქონდა დავითს ნათქვამი: „ისრაელის ღმერთმა იეჰოვამ დაასვენა თავისი ხალხი.+ ის მარადიულად დამკვიდრდება იერუსალიმში.+ 26 ლევიანებს აღარ მოუწევთ კარვისა და იმ ნივთების ტარება, რომლებსაც მსახურებაში იყენებენ“.+ 27 დავითის უკანასკნელი მითითებისამებრ 20 წლიდან ზევით ყველა ლევიანი აღირიცხა. 28 ისინი უნდა დახმარებოდნენ აარონის შთამომავლებს+ იეჰოვას ტაძარში მსახურებისას; მათ უნდა ეზრუნათ ეზოებზე,+ სასადილო ოთახებსა და ყველა წმინდა ნივთის განწმენდაზე. მათ ღვთის ტაძარში სხვა საქმეებიც უნდა შეესრულებინათ. 29 გარდა ამისა, უნდა ეზრუნათ წარსადგენ პურებზე,+ მარცვლეული შესაწირავისთვის განკუთვნილ წმინდად დაფქულ ფქვილზე, უფუარ კვერებზე,+ კეცზე გამომცხვარ კვერებზე, ზეთში მოზელილ ცომსა+ და ყველაფრის აწყვა-აწონვაზე; 30 დილა-საღამოს+ მათ ხოტბა-დიდება უნდა შეესხათ იეჰოვასთვის. 31 ისინი კანონში ჩაწერილის თანახმად, შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და სხვა დღესასწაულების დროს+ აარონის შთამომავლებს იეჰოვასთვის დასაწვავი მსხვერპლის შეწირვაში ეხმარებოდნენ, და ამას მუდმივად აკეთებდნენ იეჰოვას წინაშე. 32 ლევიანები თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ შეხვედრის კარვის წინ და წმინდა ადგილას. ისინი თავიანთ მოძმეებს, აარონის შთამომავლებს, ეხმარებოდნენ, რომ იეჰოვას სახლში შეესრულებინათ მსახურება.