მატიანე — წიგნი მეორე
19 იუდას მეფე იეჰოშაფატი მშვიდობით დაბრუნდა+ თავის სასახლეში, იერუსალიმში. 2 მივიდა წინასწარმხილველი იეჰუ,+ ხანანის+ ძე, მეფე იეჰოშაფატთან და უთხრა: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე+ და იეჰოვას მოძულეები გიყვარდეს?!+ ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე. 3 თუმცა კარგიც აღმოგაჩნდა,+ რადგან სათაყვანო ბოძები მოსპე და გულით ემსახურები ღმერთს“.+
4 იეჰოშაფატი იერუსალიმში ცხოვრობდა. კვლავ შემოიარა მთელი მიწა ბეერ-შებიდან ეფრემის მთიან მხარემდე,+ რათა ხალხი იეჰოვასთან, მამა-პაპის ღმერთთან, დაებრუნებინა.+ 5 დანიშნა მან მოსამართლეები მთელ ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.+ 6 მან მოსამართლეებს უთხრა: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არა, ღვთის სახელით ასამართლებთ. იეჰოვა თქვენთან არის, როცა ასამართლებთ.+ 7 იეჰოვასი გეშინოდეთ!+ იფრთხილეთ, რადგან იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, არ იწყნარებს უსამართლობას,+ მიკერძოებასა+ და მექრთამეობას“.+
8 იეჰოშაფატმა იერუსალიმშიც დანიშნა ზოგი ლევიანი, მღვდელი და ისრაელის შტოთა თავკაცი, რათა იეჰოვას მოსამართლეებად ემსახურათ და გადაეწყვიტათ იერუსალიმის მკვიდრთა საქმეები.+ 9 უბრძანა მათ: „აი, ასე მოიქეცით იეჰოვას შიშით, ერთგულებითა და წრფელი გულით: 10 რა სადავო საქმითაც არ უნდა მოგმართონ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებმა თქვენმა მოძმეებმა, იქნება ეს სისხლის ღვრის,+ კანონის, მცნების, წესისა თუ სამართლის საქმე, გააფრთხილეთ, რომ არ შესცოდონ იეჰოვას, თორემ რისხვა დაგატყდებათ თქვენც და თქვენს მოძმეთაც. ასე მოიქეცით, რომ დანაშაული არ ჩაიდინოთ. 11 უფროსი მღვდელი ამარია გიხელმძღვანელებთ იეჰოვას ყველა საქმეში,+ იუდას ტომის წინამძღოლი ზებადია, ისმაელის ძე, კი — მეფის ყველა საქმეში; ლევიანები ზედამხედველებად გეყოლებათ. გამაგრდით და იმოქმედეთ; დაე იეჰოვა იყოს მასთან, ვინც კარგს აკეთებს!“+