აღსავალი სიმღერა.
120 გაჭირვების ჟამს მოვუხმე იეჰოვას+
და მანაც მიპასუხა.+
2 იეჰოვა, დამიხსენი ცრუ ბაგისა
და მზაკვარი ენისგან.
3 აი, რას გიზამს და რას დაგმართებს იგი,
მზაკვარო ენავ!+
4 მეომრის ბასრი ისრებითა+
და ალმოდებული ბუჩქის ნაკვერჩხლებით+ დაგსჯის!
5 მეშექს+ შეხიზნულივით ვარ, მე უბედური,
თითქოს კარვებში ვცხოვრობდე კედარში!+
6 დიდი ხანია, მათ შორის ვცხოვრობ,
ვისაც მშვიდობა სძულს.+
7 მე კი მშვიდობა მსურს, მაგრამ ხმას ვიღებ თუ არა,
ისინი საომრად ირაზმებიან.